Part 14

232 34 45
                                    

-მირე, ცოტა ხომ არ ჩქარობ?
-ოჰჰ, მთავარი ლაჩარიც მობრძანებულა, მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო, რომ მაგ მყრალი პირიდან ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ...
-კარგი რა, მოვრჩეთ უკვე, მომეცი ეგ ყელსაბამი და ყველაფერს დავასრულებ.
-ჯერ მითხარი, რა ჯანდაბაში გჭირდება?!!!
-შვილო, უძლეველი გავხდები, ხალხი მე დამემორჩოლება, მე, გესმის? ყველაფერს ხელში ჩავიგდებ, მდიდარი ვიქნები, უამრავი ძალაუფლებით...შეგიძლია შენც შემომიერთდე და ყველაფერს ერთად ჩავუდგეთ სათავეში
-რა ნაბიჭვარი ხარ...ნუთუ არ გყოფნის ის ფული და ძალაუფლება რაც ახლა გაქვს??? ასეთი საზიზღარი ადამიანი როგორ ხარ
-კარგი, ესეიგი ვერ მოვრიგდით, გაკოჭეთ და წამოიყვანეთ ეს ძ*კნა.
-ეიი ცოტა ხომ არ ჩქარობ ბებერო-ამის თქმა ერთი იყო და მამაჩემიც ძირს დაეცა.

მისი დაცვებიც მისკენ გაიქცნენ, მე დრო ვიხელთე და იარაღი ავიღე.

ჩემს გვერდით ორი შავებში გამოწყობილი ადამიანი იდგა, რომლებსაც სახე არ უჩანდათ, მაგრამ ვიცოდი ვინც იყვნენ.

სამივე მათკენ წავედით და დაცვებს ბოლო მოვუღეთ, ახლა ჩვენს წინ მხოლოდ ძირს მწოლიარე სისხლიანი მამაჩემი იწვა.

-ფელიქს, ჰიუნჯინ, შეგიძლიათ მოიხსნათ ეგ პირბადეები, გიცანით უკვე.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს.
-ნუ ნერვიულობ ლიქს, კარგად ვარ.
-მირე, ამ ნაბი*ვარს რა ვუყოთ?
-მინდა რომ აქვე ჩაძაღლდეს, მაგრამ იყოს, თავი დაანებე, უბრალოდ სადმე წავათრიოთ, მაგალითად ტყეში, თუ გაუმართლებს ვინმე გადაარჩენს თუ არადა ცალი ფეხი მაინც საფლავში აქვს და მეორესაც ჩაყოფს.
-კარგი მაშინ წავედით.
-ფელიქს შენ აქ დარჩი და გვამებს მიხედე.
-კარგი ჰიუნჯინ, ფრთხილად იყავით.

მამაჩემს მკლავში ხელები ჩავავლეთ და გარეთ გავათრიეთ.
საბარგულში პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩავტენეთ და გეზი ტყისკენ ავიღეთ.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now