Part 15

212 30 32
                                    

-არა რათქმაუნდა, ახლა კი, ნუთუ არ გაინტერესებს მთავარი მიზეზი, რისთვისაც აქ მოგიყვანეთ?
-სიმართლე თუ გინდა, არა, საერთოდაც არ მიფიქრია მაგაზე.
-კარგი, მაშინ ახლა გაიგებ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდე.
-მოიცა რა?
-ანუ შენც ჩვენი ბანდის წევრი უნდა გახდე, თუ ერთად ვიმოქმედებთ, იმ ყელსაბამსაც გავანადგურებთ და მის დანარჩენ ნაწილებსაც, ამის საშუალებით ყველაფრის დასრულებას შევძლებთ.
-ვიცით, რომ ერთი ნაწილი შენ გაქვს, ახლაც გიკეთია, შემთხვევით ხომ არ იცი დანარჩენი ყელსაბამების ადგილ-მდებარეობა?-მინჰომ ეჭვის თვალით შემომხედა.
-არა, არ ვიცი-მოვიტყუე, სანამ არ დავრწმუნდები რომ სანდოები არიან ვერაფერს ვეტყვი.

კარგია რომ ყელსაბამები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომაც ვერ შენიშნავენ მსგავსებას ლიქსის და ჰიუნჯინის ყელსაბამებთან.

-მაგ ყელსაბამს გაუფრთხილდი, ახლა კი ჩვენი მისია დანარჩენი ორი ყელსაბამის პოვნაა. არ მაინტერესებს გინდა თუ არა ჩვენთან ერთად მუშაობა, რომც არ გინდოდეს, მოგიწევს.
-არ მითქვამს რომ თქვენთან ერთად მუშაობა არ მინდა, დაგეხმარებით ამაში, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება მე ამ ბანდას ისევე დავტოვებ როგორც შევუერთდი, იმედია ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
-რათქმაუნდა არა, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია.
-მადლობა ჩანბინ.
-და ისე, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ საცხოვრებლადაც აქ გადმოხვალ, როცა ამ საქმეს მიჰყვები, არამგონია ვინმემ ხელშეუხებლად დაგტოვოს, ამიტომ სჯობს თუ ჩვენთან ერთად იქნები-ახლა ჩანმა გამომხედა სერიოზული გამომეტყველებით.
-დიდად მაგის მომხრე არ ვარ, მაგრამ კარგი, უბრალოდ სახლში დავბრუნდები, რომ ჩემი ნივთები წამოვიღო.
-რათქმაუნდა, ჰიუნჯინი და ფელიქსი გამოგყვებიან, დიდხანს ნუ შეყოვნდებით და თქვენ ორს გაფრთხილებთ, გოგონა კარგად დაიცავით.
-კარგი ჩან, მორჩი დარიგებებს, მირე, ლიქს, წავედით.

გარეთ გავედით და სამივენი ჰიუნჯინის მანქანაში ჩავსხედით.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now