Part 16

245 28 35
                                    

-დამერწმუნე უკვე მივეჩვიე და ეს არაფერია ჩემთვის, ახლა კი არ დამვიწყებია ჩემი კითხვა, ვინ არის ის ადამიანი რომელზეც წეღან საუბრობდით?
-და რომც გითხრათ არც გეცოდინება ვინაა, აზრი არ აქვს
-მეც უკვე თქვენი ჯგუფის ნაწილი ვარ, რატომ არ შეიძლება ვიცოდე?
-კარგი, დამშვიდდი. ის ადამიანი რომელიც ახლა შენ თავს დაგესხა ადრე ჩვენი ჯგუფის წევრი იყო, მას ნენსი ერქვა და სიმართლე თუ გაინტერესებს ვერაფერში გვეხმარებოდა, პირიქით როცა მასთან ვმუშაობდით ბოლოს ყველაფერი წყალში იყრებოდა. ამას თავიდან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ შემდეგ გამოვიჭირეთ თუ როგორ აწვდიდა ინფორმაციას თითოეულ ჩვენს მტერს. ჯგუფიდან გავაგდეთ და საქმე ჩვენს გზაზე გავაგრძელეთ, ვიცით რომ ისევ დაბოღმილია, რას არ გააკეთებს რომ აქ დაბრუნდეს, მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
-კარგი მაგრამ მე რა შუაში ვარ? არ თქვათ რომ ეჭვიანობს რადგან ეგრედწოდებული "მისი ადგილი" დავიკავე.
-ზუსტად მიხვდი.
-Shit.

3 თვის შემდეგ
ჯონგინი-ჩან უთხარი ჩემი ჩიფსები დამიბრუნოს!!!
სეუნმინი-ჯერ ჩემი საფულე დააბრუნე!
ჩანი-ჯონგინ მიეცი მისი ჩიფსები სეუნმინს, სეუნმინ შენ კი დაუბრუნე მისი საფულე.
მინჰო-დაანებე თავი, დაუწყვეტიათ ერთმანეთი.
ჩანი-ყოჩაღ მინჰო, ყოჩაღ, როგორ გიყვარს ბავშვების მოვლა.
სეუნმინი-ჩვენ თუ ბავშვები ვართ მაშინ შენ უკვე 70 წლის ასთმიანი ბაბუ ხარ.
მინჰო-ხოდა ახლა თუ გადაგარტყით ეს ჩუსტი კი ვეღარ ადგებით ფეხზე.
მირე-ამ დილა უთენია რა გაყვირებთ
ჩანი-ოჰჰჰ მირე გაიღვიძე???
მირე-ხო, ვა ვაა ეს ფული რას დაგიყრიათ აქ გავმდიდრდით? არა ისედაც ვართ მარა უკვე ციდანაც ცვივა თუ რა ხდება?
ჯონგინი-რა და სეუნმინი ჩემს საფულეს დააფრიალებს.
ჩანი-კარგი, გაჩერდით. დღეს ამერიკაში მივდივართ, იქ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, რომელშიც თქვენი ჩარევა არაა საჭირო, მარტო მოვაგვარებ. თქვენ უბრალოდ დასასვენებლად წამოდით.
ჯონგინი-და სკოლა?
ჩანი-ამიერიდან ონლაინ.
მე-ჩან არ მეგონა ამას თუ ოდესმე ვიტყოდი მარა ლავ იუ სოუ მაჩ.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now