Part 20

188 25 61
                                    

სიჩუმე იყო, თითქოს ყველაფერი წამიერად შეჩერდა, ერთ ჩვეულებრივ დღეს ჰგავდა, არაფერ განსაკუთრებულს.

ისე თითქოს ყველაფერი ჩვეულ დინებას მიჰყვებოდა.

მაგრამ ასე არ იყო.

არც ვინმეს ადარდებდა.

ყოველდღე ვიღაც კვდება, მაგრამ სადღაც შორს, დედამიწის სხვა კუნჭულში, ზუსტად იმ წუთას ვიღაც ევლინება სამყაროს.

ვიღაც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა, ვიღაც კი გრძნობს როგორ ენგრევა თავზე მთელი სამყარო.

ახლაც, ერთ დიდ სახლში, რომელშიც ერთ დროს სიცოცხლის ნიშნები მაინც შეინიშნებოდა, ყველაფერს სიჩუმე მოსდებოდა.

და აი ეს გამაყრუებელი სიჩუმე კარზე კაკუნმა გადაფარა.

ხმაური დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ როგორც ჩანს სტუმარს კარის გამღები არავინ ჰყავდა.

აწ უკვე უნებართვოდ შემოჭრილი სტუმრები სახლის დათვალიერებას შეუდგნენ, არა, იმ ავეჯს და ინტერიერს არ ათვალიერებდნენ რომელიც მფლობელს გემოვნებიანად მოეწყო, მგონი უფრო ვიღაცას ეძებდნენ.

თავად ამ სახლის პატრონს, რომელიც სიგიჟემდე მონატრებოდათ და რომელზეც ამ დროის განმავლობაში ფიქრს ვერ წყვეტდნენ.

პირველი სართულის დათვალიერების შემდეგ მეორეზე გადაინაცვლეს და პირველი გოგონას ოთახს შეუღეს კარი, იქ კი ვერაფერი ნახეს.

ოთახის დატოვებას აპირებდნენ, როცა ერთ-ერთ მათგანს თვალში რაღაც მოხვდა, რაღაც რაც სხეულში შიშს უღვივებდა.

"ჰიუნჯინ" ჩუმად, მაგრამ გასაგებად შესძახა მას.

"იპოვე?"

"იმედი მაქვს არა"

"რა? რას გულისხ-" მანაც შენიშნა ის, ის სისხლი, რომელიც სააბაზანოს ჩაკეტილი კარიდან გამოდიოდა.

ერთმანეთს წამიერად ჩახედეს თვალებში, თითქოს ერთი და იმავე რამეზე ფიქრობდნენ.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now