Part 10

269 34 33
                                    

მე-და რას იზამ თუ გეტყვი რომ ის რაც ასე ძალიან სჭირდება იმ დაწესებულებას, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს გადავეცი?
მამა-რაა?!! სულ გაგიჟდი? მორჩა, ყველაფერი აქ დასრულდება, მოგკლავ და იმ ორ ადამიანსაც ვიპოვი, შემდეგ კი მათაც უკან მოგაყოლებ!!!
მე-აბა გაბედე, ხედავ იარაღი ვის უჭერია? მე თუ შენ?
მამა-ჯანდაბა...
მე-ალბათ აქამდე არ იცოდი რომ  ჭკვიანი შვილი გყავს, სამწუხაროა, რომ ახლა იგებ, სიკვდილის წინ, სიმართლე გითხრა, ახლა ისე ჩუმად და კვალის გარეშე მოგკლავ, რომ ვერავინ გაიგებს ეს ვინ გააკეთა, ამიტომ ამ საქმეს ისევ მე მომაჩეჩებენ ამოსახსნელად საბოლოოდ, ამიტომ იცოდე ისე ჩაგაძაღლებ რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.
მამა-ჩემი სიკვდილის შემდეგაც არ მოგასვენებს ჩემი ხალხი, იცოდე მთელი ცხოვრების გატარება გაქცევაში მოგიწევს.
მე-მერწმუნე, იმათ უარესს დავმართებ ვინც მაგას შეძლებს, ახლა კი ბოლო შანსს გაძლევ, ან გაიქეცი ან კი აქ დარჩი და დატკბი შენი ბოლო წუთებით.
მამა-ამ ერთხელ იცოდე, ამის მეტად თავს აღარ დავიჩაგრავ, შემდეგში ასე მოქცევას ვეღარ შეძლებ.
მე-ეგ საიდან დაასკვენი? მე ყოველთვის მზად ვიქნები იმისთვის რომ ბოლო მოგიღო, ვნახოთ ვინ რას შეძლებს, ახლა კი თუ მიდიხარ წადი, თორემ იცი რომ დიდად მოთმინებით არ გამოვირჩევი.

საბოლოოდ როცა წავიდა, იარაღი დავმალე და სასტუმროში დავბრუნდი.

ჩემს ნომერში ლიფტით ავედი და იარაღი ჩემოდანში შევინახე.

ახლა კი გაინტერესებთ რა და ვის გადავეცი ის რაღაც არა?

ასეა თუ ისეა, ვერ ვიტყვი რომ მათ კარგად ვიცნობ, მაგრამ სიმართლე ესაა, ყველაზე მეტად მათ ვენდობი.

ფელიქსს იმ ქვის ნახევარი აქვს თავის ყელსაბამში, რომლის მეორე ნახევარიც ჰიუნჯინს აქვს, მე კი მესამე ნაწილი, თუ ამ ყელსაბამებს გატეხ და ქვებს ამოიღებ, ის იისფერი ქვები შეერთდებიან...

იმ საღამოს როცა გარეთ ვიყავით, მათ ეს ყელსაბამები გადავეცი, თან მეც დავანახე რომ იგივენაირი მეკეთა, ჩვენი მეგობრობის აღსანიშნავადთქო მოვიტყუე, მაგრამ გავაფრთხილე რომ კარგად მოფრთხილებოდნენ და ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამას შეასრულებდნენ.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now