Part 6

353 38 65
                                    

მე-შენ ცოცხალი ხარ...
ფელიქსი-რაზე საუბრობ?
მე-ამ ფოტოზე ვინ არიან გამოსახულები?
ფელიქსი-მე და ჩემი მეგობარი...
მე-და იცი ეგ გოგო ვინაა?
ფელიქსი-ის დიდი ხანია არ მინახავს.
მე-ის ახლა შენს წინ დგას სულელო...
ფელიქსი-რ-რა? ეს...ეს გოგონა შენ ხარ??
მე-კი ფელიქს, მე ვარ...-ტელეფონი ამოვიღე და ჩვენი პატარაობის ფოტო ვაჩვენე სადაც ყვავილები გვეჭირა და ერთმანეთს ვჩუქნიდით.
ფელიქსი-ვერც კი წარმოიდგენ რამდენ ხანს გეძებდი-ჩემთან მოვიდა და გულში ძლიერად ჩამიკრა.

მე ვტიროდი, ისიც უფრო და უფრო ძლიერად მეხუტებოდა.

მე-კარგი კარგი, ახლა გამიშვი თორემ გავიჭყლიტები სადაცაა.
ფელიქსი-არაუშავს, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე.

შემდეგ საწოლზე ჩამოვსხედით, მე ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებდა მაგრამ პირველი რაც ვთქვი ეს იყო
-მამაჩემს როგორ გადაურჩი?
ფელიქსი-იმ დღეს როცა ჩემს მოკვლას აპირებდა, დაცვებს მასთან უნდა მივეყვანე, მე კი მათ გამოვექეცი, დაცვა გამომეკიდა და შორიდან მესროლა, მხარში დამჭრა და შესამოწმებლად აღარ მოსულა ეგონა რომ მკვდარი ვიყავი, აი ასე გადავრჩი.
მე-მძულს ის ნაბიჭვარი!!!

ცოტახანს კიდევ ვსაუბრობდით, მალევე ჰიუნჯინმა დაგვიძახა და ჩვენც ქვემოთ ჩავედით.

მე-კარგიიი, რაღაც გადავწყვიტე, რადგან ფელიქსი ჩემი ძვირფასი მეგობარია, ვერ დავუშვებ რომ ის ისევ გავუშვა, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ის ისევ დავკარგო, ამიტომ ყელსაბამს დაგიბრუნებთ, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება თუ ამ საქმეს ასე უბრალოდ გავუშვებ...
ჰიუნჯინი-მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, ეგ ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ ეგ ყელსაბამი ჩემთვის ბევრს ნიშნავს...
მე-მოიცა თქვენ არ ჩაგიდენიათ??? აბა ვინ ჯანდაბა იყო...
ჰიუნჯინი-ეგ ყელსაბამი მაშინ დამივარდა როცა რაიმე სამხილის აღმოჩენას ვაპირებდი მის სიკვდილთან დაკავშირებით.
მე-ჯანდაბა...თუ ეს თქვენ არ ჩაგიდენიათ, მაშინ ვინ იყო?
ფელიქსი-რას იტყვი ერთად რომ გამოვიძიოთ?
მე-მარტოც შევძლებ, მაგრამ კარგიიი.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now