Part 18

212 28 28
                                    

-გისმენ დანიელ, რისი თქმა გინდა.
-აქაურობა უნდა დატოვო, მართლა... აქედან წადი, რაც შეიძლება მალე.

არ მოვიტყუები, ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ მთავარი კითხვაა რა მოხდა? და ამ კითხვას ხმამაღლაც ვაჟღერებ.

-ბიჭებმა გამომაგზავნეს შენთვის ეს მეთქვა და დამაფიცეს რომ მიზეზი არ მეთქვა, გთხოვ მირე, ნუღარ გააჭიანურებ, კორეაში უსაფრთხოდ უნდა დაგაბრუნო.
-ისინი? მათ რა ბედი ეწევათ.
-მათზე არ იდარდო, შენ უბრალოდ უნდა დაიმალო, მთავარი ესაა. გასაგებია?
-კარგი, ჯანდაბა, გასაგებია.

თავზარი დამეცა, რა ჯანდაბა ხდება ბოლოს და ბოლოს?!!!

არაფრის აღების საშუალება არ გვქონია, მხოლოდ ტელეფონს დავავლე ხელი და დანიელს გავყევი.

აეროპორტში ისე მივედით ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა, თვითმფრინავში ასვლა წუთი წუთზე მოვასწარით.

ცრემლები მომაწვა.
არ ვიცი მათთან ასე დაახლოება როდის მოვასწარი მაგრამ ცხოვრებაში პირველად მომინდა მეტირა, ისე ძალიან, სანამ გული არ წამივიდოდა.

მაგრამ არ შემეძლო, ჩემში სიცარიელემ დაისადგურა და გულში ერთადერთი სინათლის ნაპერწკალიც ჩაქრა.

ეს უსამართლობა იყო... ნამდვილად, ცხოვრებაში ერთხელ ბედნიერი ვიყავი, რატომ უნდა მომხდარიყო ეს?

უამრავი კითხვა შიგნიდან მჭამდა მაგრამ დანიელს ვერაფერს ვეკითხებოდი, ვიცოდი, არაფერს მეტყოდა.

მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ეს იყო

ნეტავ მათ კიდევ თუ შევხვდები?

______________________________________
კორეაში დავბრუნდი...

არც ისე დიდი მოგზაურობა გამოვიდა.

არა იმ მოგზაურობაზე არ ვამბობ კორეიდან ამერიკაში რომ წავედით.

მოგზაურობა იმ დღიდან რაც მათ შევხვდი, ყოველდღიურობა მათთან ერთად.

ახლა ვიხსენებ ჩემს სიტყვებს და ვფიქრობ ამას ისევ ვიტყოდი თუ არა რომ მცოდნოდა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now