Part 21

198 18 20
                                    

"ყელსაბამი, ყელსაბამი აქ გაქვს?"

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ჰიუნჯინს სახეზე შვება დაეტყო, მასაც გაახსენდა თუ რა ძალას ფლობდა ეს პატარა საჩუქარი, რომელიც დღემდე არასდროს მოუხსნია.

"ჯანდაბა ლიქს, ეს აქამდე რატომ არ გაგვახსენდა" ესღა თქვა და ყელსაბამი წამშივე მოსწყდა მის ყელს.

ისევ მის მკლავებში მოქცეულ გოგონას დახედა, ვეღარ უძლებდა ამის დანახვას, უნდოდა ისევ ენახა მისი მომღიმარი, სიცოცხლით სავსე სახე.

ფრთხილად მოხსნა მირეს კისერზე დაკიდებული ყელსაბამი და ფელიქსს გაუწოდა, რომელსაც რატომღაც თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა.

"ლიქს, კარგად ხარ?" ამოილუღლუღა მან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა კარგად არ იყო, თავს თავადაც ასე გრძნობდა.

"ჰიუნჯინ, რა ვქნა რომ არ იმოქმედოს? ნუთუ მას სამუდამოდ დავკარგავთ?"

"ამას ნუ ამბობ, გთხოვ ნუ ამბობ, უბრალოდ ვცადოთ, ყველაფერი კარგად იქნება"

მანაც ხელის კანკალით სამივე ყელსაბამი ხელებში მოითავსა, ცოტახანს უყურებდა და მალევე სამივე ნაწილი ერთ მთლიან ყელსაბამს ქმნიდა, რომელზეც ეწერა "მხოლოდ ერთი სურვილი".

"მხოლოდ ერთი სურვილი..." ამოილაპარაკა შავთმიანმა და თვალები დახუჭა.

ცოტახანს სიჩუმე იყო, მაგრამ ეს სიჩუმე ისევ მისმა ტირილმა დაარღვია, ტიროდა, ისე თითქოს ეს მისი ცხოვრების დასასრული ყოფილიყოს.

"გთხოვ დამიბრუნე ის რაც დავკარგე, გთხოვ, მირე დამიბრუნე" ცრემლებს შორის ამოილაპარაკა.

თავად არ დაუნახავს, მაგრამ ჰიუნჯინმა დაინახა ის პატარა ნათება, რომელსაც ყელსაბამი გამოსცემდა და უცებ გოგონა რომელიც მის მკერდზე იწვა შეირხა.

"ლიქს, ამან იმოქმედა, იმოქმედა გესმის! ადექი, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, წამოდი" ფეხზე ელვის სისწრაფით წამოდგა და მირე ხელში აიყვანა. სახეზე მის წინ მდგომის მსგავსად ამჯერად სიხარულის ცრემლები სდიოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 01, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Hwang or Lee?Where stories live. Discover now