Part 19

226 25 37
                                    

-ფელიქს, გთხოვ დაჯექი, შენი აქეთ-იქით სიარულისგან უკვე თავბრუ მეხვევა.

-კორეაში დავრუნდეთ ჩან, მისი ნახვა მინდა.

-ჩვენც ლიქს, მაგრამ უნდა დაწყნარდე, ხომ იცი ახლა თუ წავალთ მას ამით საფრთხეს შევუქმნით.

-შენ არ გესმის ჰიუნჯინ, იქნებ ახლა ცუდადაა, დანიელს ვერ ვენდობით.

-მესმის ფელიქს, თან ისე კარგად, რომ ნერვიულობა შიგნიდან მჭამს, მაგრამ ეს საქმე უნდა დავასრულოთ, ხომ იცი კონტრაქტი 3 დღეში სრულდება, ჩვეულებრივ შეგიძლია ცხოვრება განაგრძო, არანაირი ბნელი საქმეები, იარაღები და ხელების სისხლში სვრა.

-ხო მაგრამ გული მიგრძნობს იქ რაღაც ხდება, არც კი ვიცი რა, მაგრამ ასე მგონია ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება.

-დამშვიდდი ლიქს, არაფერი მოხდება... არა?
________________________________

თითქმის აღარაფერი იყო სათქმელი, მისი ცხოვრების დასახასიათებლად ყველაფერი გამოიყენა, ყველა ცუდი თუ კარგი სიტყვა.

"ნუთუ ასეთი უსუსური აღმოჩნდი?"

ისევ მისი გონება ესაუბრება, ოჰჰ, როგორ სურს რომ ეს აზრები სამუდამოდ გაყაროს მისი გონებიდან.

მაგრამ განა ის ტყუის?

მირეს თუ ჰკითხავთ, არა.

შეიძლება ცოტა ზედმეტ სიმართლესაც კი ჩაჰყვირის, რომელიც აგიჟებს, მთელს სხეულს მოიცავს და ოჰო, უცებ მისი სჯერა.

გონებას მიჰყვები თუ გულს?

სისულელეა.

მაგრამ მირეს შემთხვევაში ნათელია, გონებას.

გულისთვის ერთხელაც არ დაუგდია ყური, იქნებ ის სხვა რამისთვის ძგერს, იქნებ მას არ უნდა ის რასაც გონება ჩასძახის მის პატრონს?

ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვდივართ, არ ვიცით რა ხდება მის შემდეგ, იქნებ ხელთავიდან ვიწყებთ ცხოვრებას? იქნებ ჯოჯოხეთი ან სამოთხე მართლაც არსებობს? ვინ იცის? ამაზე ყველას განსხვავებული აზრი აქვს, ნამდვილ პასუხს ალბათ ვერასდროს ვიპოვით.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now