Part 5

321 39 59
                                    

ჰიუნჯინი-კარგი, მაგრამ შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი
მე-გისმეენ
ჰიუნჯინი-გირჩევ გარეთ გავიდეთ.
მე-აქ ვერ მეტყვი? მეზარება წამოსვლა
ჰიუნჯინი-წამოდიი, თორემ ხელში აგიყვან და ისე წაგიყვან.
მე-კარგი ხო წამოვალ.

ფეხზე წამოვდექი და ჰიუნჯინს გავყევი, რომელიც უკვე სკოლასაც კი გასცდა და ჯერ კიდევ არ ჩერდება.

მე-რა იყო მსოფლიო საიდუმლო უნდა მითხრა? თუ სად მიგყავარ ოეე.
ჰიუნჯინი-აიი მოვედით, მოკლედ რომ გითხრა, ის ყელსაბამი რომელიც შენ იპოვე, ჩემია...

გვერდულად ჩავიცინე და ჰიუნჯინს გავხედე.
მე-უკვე ვიცი.
ჰიუნჯინი-მაშინ ისიც უნდა გცოდნოდა, რომ კარგი რამ არ მოგელოდა.

უცებ ვიღაცამ სახეზე რაღაც ამაფარა და მეც რათქმაუნდა იმ წამსვე გავითიშე.

რაღაც ოთახში ვიღვიძებ, რომელიც სულ შავ ფერებშია მოწყობილი.

საწოლიდან ვდგები და ზლაზვნით მივდივარ კართან.

მე-ჰვანგ ჰიუნჯინ არ უნდა გამოგყოლოდი-ჩემთვის ამოვთქვი და კარის სახელური ჩამოვწიე.

ჩემდა გასაკვირად გაიღო.

მეც რათქმაუნდა დერეფანს გავუყევი და პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეებს ჩავუყევი.

მისაღებში რომ მივედი ორი სხეული შევნიშნე, რომლებიც რაღაც საქმეზე გამწარებული ბჭობდნენ.

მე-თქვენ ორი ვერა ხართ ცოტა რიგზე...-ვთქვი მათ გასაგონად.

ორივე ჩემსკენ მობრუნდა და ისეთი ღიმილიანი სახით გამომხედეს თითქოს გატაცებული არ ვყავდე.

ფელიქსი-გაგიღვიძია, რა მშვენიერია, თითქმის 3 საათი გეძინა, წამით ვიფიქრე ძილში გაიპარათქო.
მე-ნეტა გავპარულიყავი, აქ სად ამოვყავი თავი.
ჰიუნჯინი-კეთილი იყოს შენი მობრძანება ძვირფასო...
მე-შენი "ძვირფასო" არ ვარ.
ჰიუნჯინი-მოკლედ, შენ ახლა ქალაქ გარეთ ხარ, ჩვენს სახლში, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
მე-ნებისმიერ გოგონას ჩვენს სკოლაში ენდომებოდა რომ გაგეტაცებინათ, გამტაცებლები როგორც ასეთიიი, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშიო...რავი რაა
ფელიქსი-მაგრამ აქედან მანამ ვერ გახვალ სანამ ყელსაბამს არ მოგვცემ.
მე-არ მოგცემთ, უფრო სწორად ვერ მოგცემთ, სახლში დავტოვე.
ჰიუნჯინი-მანდ ვიყავით უკვე და არაფერი იყო, თორემ ახლა შენ არ გეტყოდი ყელსაბამი მომეცითქო.
მე-ხო, მართალია მანდ არ შემინახავს, ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს მაგ ყელსაბამს არ მოგცემთ.
ფელიქსი-კარგი მაშინ შეგიძლია სამუდამოდ აქ დარჩე.
მე-კაი, არაა პრობლემა, ახლა დავიძინებ და არ შემაწუხოთ-ორივემ ეს ვერაა სახით გამომხედა მაგრამ მე ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით ვამბობდი.
ჰიუნჯინი-მოიცა წეღან არ გაიღვიძე???
მე-ხოო მაგრამ მეძინება.

Hwang or Lee?Where stories live. Discover now