~9~

44 8 23
                                    

FBI კვლავ გაურკვეველია - დაკარგა თუ არა „გურუმ“ სიბრძნე? ჩულ ლი, BAU-ს დირექტორი, ერთხელ მისი სტუდენტები პატივს სცემდნენ როგორც „გურუს“. მაგრამ, მიუხედავად მისი რეპუტაციისა, ლიმ და მისმა გუნდმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს წინსვლას. FBI ინარჩუნებს სიჩუმეს, მაგრამ მხოლოდ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად.

სინამდვილეში, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ჩესაპიკ რიპერის ბოლო მკვლელობებთან დაკავშირებით. რიპერი აგრძელებს მუშაობას ჩრდილებიდან, ხელში უჭირავს სადავეები. ის დასცინის FBI-ს და აშინებს მოსახლეობას. და არ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავთან კითხვის დასმა, რამდენად უსაფრთხო ვართ?
რიპერი ამ თამაშს წლების განმავლობაში თამაშობს, მაგრამ ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს ლის. ბოლო დროინდელი მოვლენები, საშუალო სკოლის მოსწავლე პიპასა და მისი ძმის შემზარავი მკვლელობა, ამტკიცებს, რომ არავინ არის დაცული ჩესაპიკის რიპერისგან. ვოლფ ტრაპის საშუალო სკოლა უკვე უჩივის ჩარიცხვების კლებას. სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი აშორებს შვილებს სკოლიდან იმის შიშით, რომ მათ ისეთივე ბედი ეწიათ, როგორიც პიპას და მის ძმას.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროში, ყველაზე მოწინავე სასამართლო ექსპერტიზის სამყაროში, როგორ არის შესაძლებელი, რომ FBI-ს ოდნავი ინფორმაციაც კი არ ჰქონდეს? რიპერი კუთხიდან გვიყურებს, იქნებ ამ წუთში ეძებს თავის მომავალ მსხვერპლს და არავინ იცის ვის დასხმება თავს. ჩვენი კითხვები სულ უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ ვერავინ პასუხობს. შეიძლება ჩესაპიკ რიპერი იყოს კარიერის დასასრული ჩულ ლისა და მისი გუნდისთვის?

იუნგი აგრძელებდა კითხვას და ათვალიერებდა სურათებს დაიუნ ჯეონის სტატიის ქვეშ. ჯვარცმული პიპას და მისი გარდაცვლილი ძმის ფოტობი ძალიან კარგი ხარისხის იყო, როგორც ჩანს ჯეონმა ყველაფერი დეტალურად გადაიღო.
ეჭვგარეშეა, რომ ის კვლავ მიიღებს საკუთარ თავზე საჩივრებს, მაგრამ იუნგიმ იცოდა, რომ ეს არ შეაჩერებდა მას.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱWhere stories live. Discover now