ვინაიდან შაბათი დღე იყო იუნგის არ გაუკვირვებია, რომ იმ დილით თეჰიონის საწოლი ცარიელი დახვდა. მან არ იცოდა რამდენ ხანს ეძინა თეჰიონს. იგი ყოველთვის ჩუმად დგებოდა. იუნგის ფხიზელი ძილი აქვს თუმცა ვერსადროს ხვდებოდა როდის ტოვებდა ბიჭი საკუთარ ოთახს.
როგორც მოსალოდნელი იყო თეჰიონი ისევ ბიბლიოთეკაში იპოვა. იუნგიმ შეამჩნია მაგიდაზე სამედიცინო ლიტერატურის დიდი ნაწილი, რომელიც კიმმა წაიკითხა. თეჰიონი იმ წიგნს დასწვდა რომელიც იუნგიმ ამოიღო თაროდან წინა ღამით.
- დილა მშვიდობისა. _ თქვა ბიჭმა როცა ფსიქიატრი შენიშნა და სახიდან ჩამორჩენილი თმის ღერი მოიშორა.
- დილა მშვიდობისა თეჰიონ._ უპასუხა იუნგიმ და მაგიდაზე წიგნების ახალ დასტას დახედა.
- როგორც ჩანს ჩესპიკის რიპერის საიდუმლო თან გდევს._ თეჰიონმა თავი დაუქნია და წიგნი გადაშალა, რომელიც ახლახან ამოიღო თაროდან.
-ვიცი, რომ ეს სურათი ადრე სადღაც მინახავს. სიგიჟემდე მივყავარ იმ ფაქტს, რომ არ მახსენდება.
- გეძინა?- ოდნავ დამნაშავის მზერით ახედა თეჰიონმა.
- ცოტა._ აღიარა მან. „
- ეგიძლია უფრო დაკონკრეტდე?
- დაახლოებით ორი საათი._ იუნგიმ წარბები შეჭმუხნა, მაგრამ თეჰიონმა ხელი გაუშვა.
- კარგად ვარ, მართლა.
- მაგრამ მეხსიერებას ვერ აიძულებ._ უპასუხა მინმა და უყურებდა კიმს როგორ ათვალიერებდა წიგნს ფიქრებში ჩავარდნილი. ხელოვნების წიგნი ხუთასი გვერდიანი იყო და მასში შემავალი მხატვრები ანბანურად იყო ჩამოთვლილი.
- შემიძლია რამე გავაკეთო შენთვის?_ ჰკითხა იუნგიმ, სურდა ენახა, რა მოხდებოდა, როცა თეჰიონი სურათს შენიშნავდა.
- არა. არ მინდა ამით შეგაწუხო, მე...- გაჩერდა თეჰიონი. მან აღმოაჩინა ნახატი.
- ესე იგი... – თქვა მან და თვალები უბრწყინავდა.
- ახლა მახსოვს, ბოლოს სად ვნახე. ეს იყო სკოლაში, ერთ-ერთ იმ საქაღალდეში, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები პერიოდის მიხედვით._ იუნგი მიუახლოვდა მას და წიგნსაც დახედა.
YOU ARE READING
𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱ
Fanfiction,,მოგეხსენება, იროკეზები მტრებს ჭამდნენ, რათა ძალა მომატებოდათ. დამელოდეთ ექიმო მინ, შენი მკვლელობები ჩემი მკვლელობა გახდება. მე გავხდები ახალი ჩესაპიკის რიპერი." Complete ✓ ✍︎ Started: 06.03.2022 ✍︎End: 08.02.2023