როგორც ჩანს, თეჰიონი ოდნავადაც არ განძრეულა, როცა იუნგიმ მეორე დილით გაიღვიძა ისევ მის მკლავზე ეძინა. ნაცრისფერი ღრუბლები ეკიდა მძიმედ და დამთრგუნველად ცაზე.
მინს არ ახსოვს ბოლოს ასეთი სიამოვნება მიეღო რამით. თვითონაც აღიარა, რომ ბიჭი უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა მიხვდა, რამდენს აკლებდა საკუთარ თავს, როცა თეჰიონს არ ეხებოდა, არ შეიგრძნობდა. ბიჭის გვერდით ყოფნა მას კმაყოფილების განცდას აძლევდა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო ვიდრე მკვლელობა. თავს უფრო მშვიდად, ნაკლებად დრამატულად გრძნობდა.
თეჰიონი შეიშმუშნა და ბოლოს თვალები გაახილა. ისიც სრულიად მოდუნებული და კმაყოფილი ჩანდა. თავი ასწია და მამაკაცს შეხედა.
- გაიღვიძე, - თქვა მან, მაგრამ მისი ხმა დაბოხებული იყო ძილისგან.
- დილა მშვიდობისა._ მშვიდად უპასუხა იუნგიმ. მისი ხელი სიყვარულით ეთათუნებოდა თეჰიონის ზურგს. ბიჭმა კმაყოფილმა ამოიოხრა და თვალები დახუჭა, მარჯვენა ხელი იუნგის მკერდზე ედო. როგორც ჩანს ბიჭი ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა თან უჭირდა, უფრო უხერხულობას გრძნობდა. იუნგის კი ამაზე თავისთვის ეღიმებოდა, რამდენად მორიდებული იყო ბიჭი.
- რამის თქმა გინდა თეჰიონ?_ იქნებ მის დასმულ კითხვაზე ეპასუხა და გაეგო რაზე ფიქრობდა ბიჭი.
- გუშინ რაც მოხდა ეს ცოტა უცნაური იყო... _ იუნგი დაფიქრდა იმ გოგონებზე, რომელთანაც თეჰიონს ჰქონდა ურთიერთობა და მალევე ეს ფიქრი მოიშრა, რადგან განწყობის გაფუჭება არ სურდა.
- მიუხედავად შენი გამოცდილებისა?_
- გამოცდილება ხმამაღალი ნათქვამია... სექსი განსხვავებულია გოგოებთან... მე არ ვიცი, მსგავსი არაფერი მიგრძვნია რაც გუშინ... ის ურთიერთობები კი ამის ფონზე არაფერს ნიშნავდა.
- და ეს რაღაცას ნიშნავდა?_ ჰკითხა იუნგიმ და იგრძნო, როგორ შეკრთა თეჰიონი.
- არა? - დაზუსტებას ცდილობდა იუნგი.
YOU ARE READING
𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱ
Fanfiction,,მოგეხსენება, იროკეზები მტრებს ჭამდნენ, რათა ძალა მომატებოდათ. დამელოდეთ ექიმო მინ, შენი მკვლელობები ჩემი მკვლელობა გახდება. მე გავხდები ახალი ჩესაპიკის რიპერი." Complete ✓ ✍︎ Started: 06.03.2022 ✍︎End: 08.02.2023