~26~

33 7 3
                                    

იუნგიმ თეჰიონთან ერთად FBI-ს შტაბბინაში დიდი ხანი დაჰყო. უკან დაბრუნდნენ თუ არა იუნგიმ შეამჩნია, რომ ბიჭი აშკარად გაფანტული იყო. ჩულთან დაპირისპირებამ და ახალმა სიტუაციამ ის ნამდვილად დაძაბა.

- რატომ გააკეთე ეს ექიმო მინ?_ იკოთხა უცებ თეჰიონმა.
- რატომ წამიყვანე ჩულ ლისთან?

- შემ არ თქვი, რომ დაინტერესებული ხარ FBI-ით? და გარდა ამისა, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც შენი უნარების გასაუმჯობესებლად ისე შემდგომ კარიერაში წინსვლისთვის. _ აუღელვებლად უპასუხა მინმა.

- ახალი სხეულების და დანაშაულის სცენების დათვალიერებით?_ ჰკითხა თეჰიონმა წარბებ შეჭმუხნულმა.

-  შენი არჩევანია, ვერც ჩულ ლი და ვერც მე ვერაფერს გაიძულებთ._ თეჰიონი ნერვიულად თითებს ათამაშებდა.

- თუ გამოვიყენებ ჩემს ეგრეთ წოდებულ შესაძლებლობებს, რათა დავეხმარო ჩულ ლის ცოტათი მიუახლოვდეს რიპერს... როგორ ფიქრობთ, თავს უკეთ ვიგრძნობ?

ამავე დროს ისწავლი სრულყოფას. ეს, გაიფიქრა იუნგიმ.

- შეიძლება ასეც ითქვას.

- მეშინია, - ცოტა ხნის შემდეგ აღიარა თეჰიონმა ძალიან სერიოზული ტონით.

- ეს გასაგებია.

- მაგრამ მაინც მინდა, რომ ეს გავაკეთო, ვგულისხმობ ჩულ ლის დახმარებას.

- მნიშვნელოვანი ის არის თუ რა გინდა თავად შენ თეჰიონ. მე უბრალოდ დამკვირვებელი ვარ._ ბიჭმა ისევ შეჭმუხნა წარბები. ის საერთოდ არ ჩანდა დარწმუნებული. იუნგიმ მას თვალებში ჩახედა.

-მენდობი?_ იკითხა მინმა, ბიჭმა მი   ნელა დაუქნია თავი.

- მართლა გგონია, რომ უბედურებისთვის გაგიშვებ?

- არა... _ თქვა თეჰიონმა რბილად.

ყველაფერი ჩესაპიკ რიპერმა გააკეთა,
მაგრამ ბიჭმა არ იცოდა, რომ თავად იუნგი იყო რიპერი. ის ალბათ იმ მომენტში უფრო ჩულ ლიზე ფიქრობდა. იუნგი დარწმუნდა, რომ ლი არ ჩაერეოდა იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. მთელი გზა ჩუმად იყვნენ, ორივე თავის ფიქრებში ჩაკარგული. თეჰიონს აინტერესებდა, რამდენად შეეძლო დაეხმაროს ლის,  ამასობაში კი იუნგიმ დაგეგმა შემდეგი ნაბიჯი. იმ მომენტში რიპერის ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო, ბილიკი გარკვეულწილად გაცივდა. მას უნდა მიეცეს თეჰიონს ახალი მსხვერპლი, თუ ნამდვილად სურდა ბიჭის მოქმედებაში ნახვა. ამავდროულად ვერ აჭარბებდა, ბოლოს და ბოლოს არ სურდა, რომ ძალიან გაეადვილებინა მისთვის.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱWhere stories live. Discover now