~28~

32 7 2
                                    

სიზმარი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი ახსნა კი ყოველი უცნაური ღამის ლოგიკური გაგრძელება. ყველას უნახავს იმდენად წარმოუდგენელი, უცნაური სიზმარი, რომ მისი ახსნის, მნიშვნელობის გაგება მთელი დღის მთავარი საზრუნავი გამხდარა. ისევე როგორც იუნგისთვის. მას საკმაოდ დიდი ხანია სიზმრები არ ესიზმრება თუმცა უკვე მეორე ღამეა ნახულობს თან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სიზმრებს. თუკი იყო დღეები როდესაც თეჰიონი სპეციალურად გაურბოდა იუნგის ახლა პირიქითაა. თუმცა მინს არ უნდა თეჰიონმა შეამჩნიოს ეს. ძირითადად მაინც მარტოა და იმ სიზმარზე ფიქრობს, რომელმაც მოსვენება დააკარგვია.  ფიქრებიდან ჩულ ლის ზარს გამოჰყავს, რომელიც ატყობინებს ახალი დანაშაულის შესახებ. იუნგის ირონიულად ეცინება, როცა თავის გაკეთებულ საქმეზე სხვები ატყობინებენ თუმცა არაფერს არ იმჩნევს.

ჩულ ლისთან საუბარის შემდეგ იუნგი თეჰიონს ეუბნება, რომ მოემზადოს, რადგან მათ ელოდებიან დანაშაულის ადგილზე.

~~~~~

- დანაშაულის ადგილზე არაფერი შეგვიცვლია, ყველაფერი ისეა, როგორც აღმოვაჩინეთ. _ განმარტა ჩულ ლიმ. როგორც ჩანს მას ამ მომენტში აინტერესებს მართლა გამართლდება თუ არა ჩვიდმეტი წლის მოზარდისგან ასეთი მოლოდინი.

იუნგი კი ცხედარს მხოლოდ ზედაპირულად უყურებს, მისი ყურადღება მთლიანად ხსენებულ ჩვიდმეტი წლის ბიჭზე იყო მიმართული. თეჰიონი ნელა გაემართა ხისკენ, რომელზეც სხეული იყო მიმაგრებული. ცივმა ქარმა მოიცვა ტყე და გააცივა FBI-ის აგენტები და სასამართლო ექსპერტიზის ეკიპაჟი. თეჰიონს როგორც ჩანს, მთლიანად მოეწესრიგებინა თავისი გარემო. ცხედრის გარდა ვერაფერს ხედავდა. იუნგი უყურებდა ბიჭს, როგორ ხუჭავდა თვალებს დანახულისგან, წარბებს ჭმუხნისა და აკანკალებული სუნთქაბდა, ამით თითქოს თავის იმშვიდებდა.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱDonde viven las historias. Descúbrelo ahora