~36~

57 7 8
                                    

თეჰიონი კიბეზე ადიოდა. მისი ნაბიჯები ნელი და მძიმე იყო. ბიჭი ისევ ტიროდა, ახლა კი სრულიად ჩუმად. მას სხვა არაფერი უთქვამს და არც იუნგის არაფერი ჰქონდა უკვე სათქმელი. ისევე, როგორც იმ ღამეს, როცა ბიჭს ბიბლიოთეკაში ჩაეძინა, იუნგიმ ის თავის ოთახში შეიყვანა და ნაზად დააწვინა ლეიბზე.

კიმი თვალს არ აშორებდა. საყვედური, იმედგაცრუება და თვალებში გაუთავებელი ტკივილი ისეთი საშინელი იყო, რომ იუნგი იძულებული გახდა გვერდით გაეხედა

-რა არის შენი შემდეგი გეგმა?-იკითხა ბიჭმა ჩახლეჩილი ხმით.
- ახლავე აპირებ ჩემს მოკვლას?_ ხმა არ ჟღერდა შეშინებული. უბრალოდ წარმოუდგენლად სევდიანი ნოტები ჩაესმოდა იუნგის ყურში.

იუნგიმ მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე ხელი მოისვა. ლეიბზე თეჰიონის გვერდით დაჯდა და მწოლიარე ბიჭს ახედა. ოთახში ბნელოდა. მხოლოდ დერეფნიდან, ღია კარიდან შემოსულმა შუქმა ოდნავ გაანათა ოთახი.

- თუ ამას არ გააკეთებ მაშინ როგორ აპირებ ჩემს გაჩუმებას, იუნგი? მომიყევი როგორ?

- სულაც არ ვაპირებ მაგას!_ მტკიცედ თქვა ფსიქიატრმა.

იძულებული გახდა თავი ჩაეხარა.  ვერ აძლევდა საშუალებას მის ტკივილს მთლიანად შეევსო სხეული. Ჯერ არა. არა მაშინ, როცა თეჰიონი ჯერ კიდევ მასთან იყო.

- მომისმინე, თეჰიონ, - თქვა მან რბილად.
- ვიცი, რომ ამ მომენტში გეზიზღები, მაგრამ ერთი რამ გასაგები უნდა იყოს შენთვის. Მიყვარხარ და მთელი ამ დროის განმავლობაში მიყვარდი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე უნდა დასრულდეს. ჩემი განზრახვა არ იყო შენი დაშავება, მაგრამ შენში არის რაღაც ბნელიც, რომლის უარყოფაც არ შეგიძლია.

ცოტახანი გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა, თავი გააქნია და ლაპარაკი ისევ დაიწყო.

- არ ვაპირებ შენს მოკვლას. არ მინდა და არ შემიძლია ეს. ვერც გაჩუმებას გაიძულებ ჩემთვის. არც შემიძლია დაგაძალო ჩემთან დარჩენა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა. მართალი ხარ თე. მე ვარ ჩესაპიკის რიპერი. და მე მმართებს შენი, მაგრამ მე არ მინდა მეტი ზიანი მოგაყენო._  ბიჭმა გაოგნებულმა ახედა მას, მაგრამ არავითარი ნაბიჯის გადადგმას არ ცდილობდა.

 𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱWhere stories live. Discover now