-დილა მშვიდობისა. -იუნა სამზარეულოში შევიდა და ყავა გაიმზადა თავისთვის.
-დილა მშვიდობისა, ქალბატონო. როგორ გეძინა? -ჰკითხა გეცბიმ.
-მშვენივრად, თავად?
-ნორმალურად. პახმელიაზე არ ხარ?
-არა, ბევრი არ დამილევია გუშინ.
-არა რას იძახი, სულაც არ არის ბევრი 3 ბოთლი ტეკილა.
-დიახ, არ არის ბევრი.
-იუნა, სულ გაგიჟდი შენ.
-კაი, რას იძახი, მართლა? -სიცილით თქვა იუნამ და ყავა მოსვა. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ. ეს სიჩუმე იუნამ დაარღვია. -დღეს თეჰიონს უნდა შევხვდე.
-სად და როდის?
-რესტორანში. დღეს, საღამოს 7 საათზე.
-არ წახვალ. -მტკიცედ თქვა გეცბიმ.
-ჩემი გადასაწყვეტია წავალ თუ არა.
-ჩემი ნებართვის გარეშე ვერსად ვერ წახვალ.
-შენი ნებართვა არ მჭირდება. მე მინდა და წავალ.
-მაგასაც ვნახავთ.
იუნა გავიდა სამზარეულოდან, თავის ოთახში ავიდა და კარი მაგრად მიაბრახუნა. აივანზე ჩამოჯდა და იქ განაგრძო ყავის სმა. სოც-ქსელებს ამოწმებდა, როდესაც თეჰიონისგან შეტყობინება მოუვიდა.
-დილა მშვიდობის, იუნ. როგორ ხარ?
-ნორმალურად, თავად?
-მეც. გახსოვს გუშინ რომ შეხვედრა დავგეგმეთ?
-კი, და დღეს 7 საათისთვის მზად ვიქნები.
-მშვენიერი. 7 საათზე გამოგივლი. გეცბიმ ხო იცის?
-კი, იცის. და ამბობს არსადაც არ წახვალ, მე უფლებას არ გაძლევო.
-არ გიშვებს?
-არა. მაგრამ, მისი ნებართვა არ მჭირდება. სადაც მინდა იქ წავალ.
