.8.

23 4 6
                                    


  დილას გვიან გავიღვიძე. საათს რომ დავხედე უკვე დღის 12 საათი იყო. ფართე მაისური და მოკლე შორტი ჩავიცვი და სამზარეულოსკენ გავეშურე. ყავა გავამზადე და აივანზე გავედი. მალევე, ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. გეცბი იყო.

-დილა მშვიდობისა, დაიკო. აბა, როგორ ხარ?

-დილა მშვიდობის ძამიკ. კარგად ვარ, თავად როგორ ბრძანდები?

-მეც კარგად. რა ხმა გაქ? გეძინა?

-ჰო, 5-10 წუთია რაც გავიღვიძე.

-შენ ასე გვიან არასოდეს იღვიძებ. რა მოხდა?

-არაფერი. უბრალოდ გუშინ გვიან მოვედი სახლში და გვიან დავიძინე.

ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ. შემდეგ, გეცბის საქმეები გამოუჩნდა და წასვლა მოუწია. დავემშვიდობე მას და ტელეფონი გვერდით გადავდე. მასთან საუბარმა ნამდვილად გამომიკეთა გუნება. სახლში შევედი, მუსიკები ჩავრთე ბოლო ხმაზე და სახლის დალაგება დავიწყე. ცეკვა-სიმღერით დავალაგე მთელი სახლი.

საღამოს, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნაომი მესტუმრა. დიდხანს ვსაუბრობდით და ძველი დროც გავიხსენეთ. ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. შევთავაზე მას, რომ დღეს ჩემთან დარჩენილიყო და ნაოც სიხარულით დამთანხმდა. თუმცა, ვიღაცამ დაურეკა და წასვლა მოუწია.

ნაო გავაცილე და სახლში შევედი. ჩაით ხელში აივანზე გავედი. მშვიდად ვიჯექი, ჩაის ვსვამდი და ვფიქრობდი მომავალზე. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი უაზრობაა და ეს ფიქრებიც დროის ფუჭი ხარჯვაა.


 * * *

დიდხანს ვსეირნობდი ქალაქში მარტო. საბოლოოდ კი, ერთ კაფეში შევედი და თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი. სოც-ქსელებს ვსქროლავდი, როდესაც შეტყობინება მომივიდა. დენისი იყო. უნებურად გამეღიმა მისი შეტყობინების დანახვისას.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now