Taehyung POV;
სახლიდან დღის 12 საათზე გავედით. საჭესთან დენისი იჯდა. უკანა სავარძელზე კი, მე და იუნა ვიჯექით. ნახევარი გზა სიმღერაში და მხიარულებაში გავატარეთ. ორ საათიანი სიმღერით უკვე ყბები გვტკიოდა. შემდეგ, ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით. ყბის ტკივილმა რომ გაგვიარა, სასაცილო ისტორიების მოყოლა დავიწყეთ. დაღლილობისგან იუნას ჩემს მხარზე ჩაეძინა. რა საყვარელია ეს პატარა ონავარი. უეცრად, თავში რაღაც იდეამ გამირბინა.
-დენის, დაიღლებოდი ტარებისგან. მე შეგენაცვლები და შენ დაისვენე.
-არაა საჭირო. ვატარებ მე.
-ბიჭო, გრძელი გზაა და საკმაოდ დამღლელიც. უკვე ორ საათზე მეტია გაუჩერებლად მივდივართ. დამღლელია გზა. მოდი, შეგენაცვლები.
-კარგი.
მანქანა გააჩერა დენისმა და ადგილები გავცვალეთ. მშვიდად განვაგრძობდი გზას. ხან და ხან კი, სარკიდან ვუყურებდი დენისს, რომლის მხარზეც მშვიდად ეძინა იუნას. დენისს ხელი ჰქონდა შემოხვეული იუნას მხარზე და თმაზე ეფერებოდა. თან ეღიმებოდა. ჩუმად ჩავიცინე და გზას განვაგრძობდი.
-როგორ ძაან გიყვარს უკვე. -ვუთხარი ხმადაბლა რომ იუნა არ გამეღვიძებინა.
-ნახე რა ლამაზია.
-მაგ ლამაზი გოგოს ლამაზი ძმაც ყავს და ისე ლამაზად იცის თვალის ჩალურჯება რომ გადაირევი. -ცოტას ვიმაიმუნებ. გავერთობი ამათ ნერვებზე სანამ გეცბის გეგმის შესრულებას შევუდგები.
-დაველაპარაკები გეცბის. ოღონდ, ჯერ იუნას უნდა ვუთხრა ჩემი გრძნობების შესახებ. თუ გავბედავ ოდესმე
-შენ ისე იზამ, რომ ნერვები მომეშლება და მე ვეტყვი ყველაფერს შენს მაგივრად.
-არც კი გაბედო.
-ოხხ, კაი. ერთი გამაგებინა რატომ გიძნელდება რომ უთხრა ერთი მარტივი სიტყვა.