UNEXPECTED

51 6 12
                                    


Author POV;

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. იუნა და დენისი ბედნიერად ცხოვრობენ დიდ სახლში, გეცბისა და ეუნვუსთან ერთად. ბიჭები იუნას ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებენ.

-აბა, როგორ არის ჩემი ბუშტი? -დენისმა ლოყაზე აკოცა იუნას და მოცულზე ნაზად მოუსვა ხელი.

-ძალიან კარგად. ოღონდ პატარები არ მასვენებენ. მირტყამენ. -თქვა იუნამ და ხელი მოისვა მუცელზე. დენისი მუცელთან დაიხარა და ლაპარაკი დაუწყო ისე, თითქოს ბავშვები რამეს გაიგებდნენ.

-მამიკოს სიხარულებო, დედიკოს ნუ აწვალებთ. ცოდოა. ამდენი ხანია მუცლით გატარებთ და ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე. თქვენ კიდევ არ ასვენებთ. და მხოლოდ დედიკოს კი არა, მამიკოსაც არ ასვენებთ. რაღაც სასწაულს მოანდომებთ ხოლმე დედას და მე და ბიძიები დავრბივართ ქალაქში და ვეძებთ. დავიღალეთ ჩვენც მამი, დაგვინდეთ ცოტა.

იუნა ხითხითებდა. დენისი კი მუცელთან ლაპარაკს განაგრძობდა. დიახ, იუნა ორსულადაა. ტყუპებს ელოდება. ერთი გოგო და ერთი ბიჭი. ოთახში გეცბი და ეუნვუ შემოვიდნენ.

-აბა, როგორ არის ჩემი საყვარელი დაიკო? -გეცბი ჩაეხუტა იუნას და ლოყები დაუკოცნა.

-კარგად არის და პატარებიც დამშვიდდნენ მამიკოს ხმა რომ გაიგეს.

-აჰა, ანუ მამიკოს უჯერებენ და დედიკოს არა. პატარა ონავრები.

-ჩემი პაწაწინები. -იუნა იღიმოდა და მუცელს უყურებდა.

-სახელები შეარჩიეთ უკვე? -ჰკითხა ეუნვუმ მათ.

-აუ იუნა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. -დაიწყო გეცბიმ აფერისტობა.

-მერამდენედ უნდა გითხრა, ბავშვებს ინი და იანს არ დავარქმევთქო. -ამის გაგონებაზე სიცილი აუტყდა ყველას გეცბის გარდა.

-მაშინ...

-არც მიკი და მინი. -სწრაფადვე გააწყვეტინა იუნამ.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now