.9.

21 3 2
                                    


Yoona POV;

1 კვირა, მთელი 7 დღე უნდა გავატარო დენისთან ერთად, ერთ სახლში. არ მჯერა. ეს თეჰიონი რა მურმანის ეკალივითაა. მაგრამ, თეჰიონს რას ვერჩი. ვაიმე, შვიდი დღე, დენისთან უნდა ვიყო. ყოველ დღე და ყოველ ღამე ჩემს გვერდით იქნება.

მთელი დღეა კარგ ხასიათზე ვარ და ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. ღამითაც არ მძინებია. მაგრამ, ამდენი ენერია საიდან მაქ არ ვიცი. ორ დღეში აგარაკზე მივდივარ და ნელ-ნელა მზადებას ვიწყებ. არ მინდა დიდი ჩემოდნის თრევა. ამიტომ, საშუალო ზომის ზურგჩანთა ავიღე და მხოლოდ ის ტანსაცმელები ჩავაწყვე რაც იქ გამომადგება. დენისის მოსაცმელიც ავიღე. არ მინდა რომ დავუბრუნო, თუმცა მომიწევს. რამდენი ხანია რაც ეს მოსაცმელი მაქვს. მგონი მასაც დაავიწყდა ამის შესახებ.

შუადღისკენ ფილმის ყურება გადავწყვიტე. მისაღებ ოთახში, დივანზე დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. სანამ ფილმს ავარჩევდი, გეცბიმ დამირეკა.

-გამარჯობა, ძამიკო.

-გაგიმარჯოს, დაო. როგორ ხარ?

-კარგად, თავად როგორ ხარ?

-მეც კარგად. ძალიან მომენატრეე. რას შვები უჩემოდ?

-რავი, დავხეტიალობ ქალაქში. ზეგ მე, თეჰიონი და დენისი აგარაკზე მივდივართ ერთი კვირით.

-ოჰჰ, წავედი და აიშვი ხოო.

-რეებს ბოდიალობ.

-იუნა, რომელი?

-რა რომელი?

-რომელი მოგწონს, თეჰიონი თუ დენისი?

-შენ სულ გაგიჟდი? რეებს ბოდიალობ?

-ოხხ, იუნა. ვერაფერში ვერ გამოგტეხავს ადამიანი რა.

-შენც ასე ხარ. ტყუილად კი არ ვართ ტყუპები.

-ჩამოვალ მე და ყველაფერს გათქმევინებ მაინც. იქამდე არ მოგეშვები, სანამ ყველაფერს არ გავიგე.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now