იუნას მუსიკები ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული და წიგნისთვის ახალ თავს წერდა. უეცრად, ოთახში, თაიგულით ხელში გეცბი შემოვიდა. ლამაზ თეთრ გვირილებს პატარა წერილი ჰქონდა გამობმული.
-ქალბატონო მინ იუნა, ეს თქვენ გამოგიგზავნეს. -თქვა გეცბიმ და თაიგული გაუწოდა. იუნამ გამოართვა მას ყვავილები და გაეღიმა.
-ვისგან არის?
-არ ვიცი. მაგრამ, ის ვიცი რომ ვიღაცას თაყვანისმცემელი გამოუჩნდაო.
-ნეტავ საიდან გაიგო, რომ გვირილები მომწონს.
-ამის შესახებ ვინ იცოდა?
-შენ, თეჰიონმა და მიამ.
-თეჰიონმა გამოგიგზავნა უეჭველი. ხომ გითხარი, უყვარხარ მას.
-არ არის თეჰიონისგან. ეს არაა მისი კალიგრაფია. -იუნამ წერილი ანახა გეცბის. -თან, ის რატო გამომიგზავნიდა ყვავილებს?
-აბა, მიამ გამოგიგზავნა?
-არა, მიას არ გამოსდის ასე წერილების წერა და არც ასეთი ლამაზი კალიგრაფია არ აქვს. თან, ამ ხელწერას პირველად ვხედავ.
და-ძმამ დაიწყეს მსჯელობა, თუ ვის შეიძლება გამოეგზავნა ეს. ვერაფერი დაადგინეს და ვერც ეჭვი მიიტანეს ვინმეზე. იუნა დიდხანს ათვალიერებდა ყვავილებს და ეღიმებოდა. საბოლოოდ კი, მიას ზარმა გამოაფხიზლა.
-გისმენ.
-იუნა, დღეს მე და გოგოები კლუბში წასვლას ვაპირებთ. წამოხვალ?
-გეცბის ვკითხავ და თუ გამომიშვებს წამოვალ.
-ვაა, გეცბის როდის მერე სთხოვ უფლებას სადმე წასასვლელად.
-მოკეტე. ასეა საჭირო და არ მინდა, რომ ჩემი საყვარელი ძამიკო გავაბრაზო.
-ჩემი იუნაჩკა შეცვლილა.
-ოო, წავედი ახლა. შეხვედრის ადგილი და დრო მომწერე, ჩემი მანქანით მოვალ.
