.14.

27 4 7
                                    


    მშვიდად ვიჯექით მე და დენისი ჩახუტებულები. როდესაც ოთახის კარი გეცბიმ შემოაღო.

-იუნა... -დენისის დანახვისას გაჩუმდა.

-გისმენ.

-ამმ... დენისს აქ რა უნდა?

-ვსაუბრობდით. რაღაც მაქვს სათქმელი შენთვის. -წამოვდექი საწოლიდან და მის წინ დავდექი. -მოკლედ, მე და დენისი ერთად ვარ. შენ რომც ამიკრძალო მასთან ყოფნა...

-აგიკრძალო? -გამაწყვეტინა წინადადება. -იუნა, ძლივს ვიღაც შეგიყვარდა და მასთან ყოფნა დაგიშალო? პირიქით, მიხარია, რომ დენისი შეგიყვარდა და მასაც შეუყვარდი. მიხარია, რომ ბედნიერი ხარ. ჩემთვის შენი ბედნიერება უმნიშვნელოვანესია.

-მართლა?

-კი. მე აგარაკზე მოსვლას არც ვაპირებდი, სანამ არ გავიგე რომ შენ და დენისს ერთმანეთი გიყვარდათ. მე და თეჰიონი ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყავით. იქნებ და რომელიმეს ამოგეღოთ ხმა და გეთქვათ საბოლოოდ, რომ ერთმანეთი გიყვართ.

-მოიცა, მოიცა, შენ იცოდი, რომ დენისს ვუყვარდი?

-კი. თეჰიონმა მითხრა.

-თეჰიონმაც იცოდა?

-ხო. მე და თეჰიონმა რაღაც გეგმები დავაწყეთ. იმ დღეს მართლა პროდუქტებზე კი არ წავსულვართ. სახლში სპეციალურად დაგტოვეთ მარტო თქვენ ორნი. მთელი ქალაქი მოვიარეთ. ყველანაირად ვწელავდით დროს.

-ცოტა მეტად რო გაგეწელათ კაი იქნებოდა. დავაპირე მაგ დღეს რომ დენისისთვის მეთქვა მიყვარხართქო მარა სანამ ვთქვი კარები შემოაღეთ თქვენ ორმა.

-ოხხ, ორივე ერთნაირი ბატები ხართ რა. -გეცბი დენისს მიუბრუნდა. -სიძევ, იცოდე ჩემ დაიკოს მოუფრთხილდი, მოუარე და არ აწყენინო, თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ.

-გეცბი!!

-რა გინდა, ხომ უნდა იცოდეს რაც მოუვა თუ გაწყენინებს. ისე ჩემი მუქარა რად უნდა, შენითაც კარგად მიხედავ მაგას რამეს თუ დააშავებს. -მითხრა და დენისს უთხრა. -სიძევ, ფრთხილად იყავი. ჩემი და ჯობს არ გააბრაზო. ფსიქოპატია და შეიძლება ვერც კი გადაურჩე.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now