.11.

21 3 1
                                    


-დილა მშვიდობისა, ქალბატონო. -მითხრა თეჰიონმა, რომელიც საუზმეს ამზადებდა.

-დილა მშვიდობისა. -ვუთხარი მძინარე ხმით და გარშემო მიმოვიხედე.

-შეგიძლია დენისი გააღვიძო? საუზმე უკვე მზადაა და სანამ მაგიდას გავაწყობ მე, მიდი გააღვიძე.

ხმის ამოუღებლად გამოვედი სამზარეულოდან და დენისის საძინებელს მივაშურე. კარზე დავაკაკუნე. მალევე გავიგე მისი ხმა.

-შემოდი.

როგორი ბოხი ხმა აქვს ახალ გაღვიძებულზე. კარი გავაღე და შევედი.

-დილა მშვიდობისა, დენის.

-დილა მშვიდობისა, იუნ. როგორ გეძინა?

-კარგად. შენ როგორ გეძინა?

-მეც კარგად.

-მშვენიერი. თეჰიონმა საუზმე გაამზადა უკვე.

-იმედია არ მოგვწამლავს. -ორივეს გაგვეცინა.

მალევე გავედით ოთახიდან და სამზარეულოს მაგიდას მივუჯექით. საუზმის შემდეგ, მივალაგეთ სამზარეულო და მისაღებ ოთახში გავედით. თეჰიონმა ძველი სამაგიდო თამაშები იპოვა. ყველა ვითამაშეთ თითოჯერ და კვალ თავის კუთვნილ ადგილს დავუბრუნეთ. შემდეგ კი, დიდი პაზლი ვიპოვეთ და მის აწყობას შევუდექით. გვეგონა სამნი მარტივად ავაწყობდით, თუმცა შევცდით. მთელი ხუთი საათი დაგვჭირდა ამ პაზლის დასასრულებლად. ფოტოები გადავუღეთ. თეჰიონმა დაშლა დააპირა, რომ შეენახა ისევ. მაგრამ, გადავარწმუნე. ამის აწყობას ხუთი საათი მოვანდომეთ და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ დაშლითქო.

საღამოსკენ, ფილმების ყურება დავიწყეთ. ჯერ კომედიური ფილმების ყურება დავიწყეთ. თუმცა გენიოსმა თაემ „გენიალური" იდეა მოგვაწოდა. საშიში ფილმებისთვის უნდა გვეყურებინა და ვინც პირველი დაიყვირებდა, ის ორი დღე უნდა ყოფილიყო მოსამსახურე. ეს ბიჭი სულ გამაგიჟებს რა. ნუ, დავთანხმდით მე და დენისიც. ორივე ვნატრობდით, რომ თეჰიონს დაეყვირა პირველი. რამოდენიმე ფილმს ვუყურეთ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხმა არ ამოგვეღო. სადღაც ღამის 2 საათისკენ, ნაბიჯების ხმა მომესმა გვერდითა ოთახიდან. თუმცა, ყურადღება არ მივაქციე. ეს ხმა მალევე განმეორდა. ვცდილობდი, რომ ყურადღება არ მიმექცია. მაგრამ, აშკარად ვატყობდი, რომ მიახლოვდებოდა ეს ნაბიჯები.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now