.7.

23 4 2
                                    

მშვიდად ვიწექი ჩემს ოთახში. ჭერს ვუყურებდი და ფიქრების სამყაროში ვმოგზაურობდი. დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი და ვიღიმოდი. დენისისთვის მოსაცმელის დაბრუნება დამავიწყდა. ამ მოსაცმელზე ჩახუტებულს მალევე ჩამეძინა.

დილას ადრე გამეღვიძა. ავდექი, ტანსაცმელები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი. საუზმეს ვამზადებდი და თან მუსიკებს ვუსმენდი. ცოტა ხანში, გეცბიც შემოვიდა სამზარეულოში.

-დილა მშვიდობისა, იუნა.

-დილა მშვიდობისა, ძამოკო. -ღიმილით ვუთხარი. ლოყაზე ვაკოცე და განვაგრძე საუზმის მზადება.

-რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. რა მოხდა?

-არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ, კარგად მეძნა და კარგ ხასიათზე გამეღვიძა.

-არამგონია მხოლოდ ეს იყოს მიზეზი.

-აბა სხვა რა?

-„რა" არა, „ვინ". შეიძლება ახლა არ მეუბნები, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გავიგებ.

აღარაფერი ვუპასუხე. რა თქმა უნდა, გეცბი მართალი იყო. ჩემი კარგი განწყობის მიზეზი ძილი არ ყოფილა. არც მე ვიცი დაზუზსტებით ამის მიზეზი. თუმცა, შესაძლოა მიზეზი „ის" იყოს.

საუზმის შემდეგ სამზარეულო მი8ვალაგე და ჩემს ოთახს დავუბრუნდი. რამოდენიმე სუფთა ფურცელი ავიღე და ხატვა დავიწყე. ვერ ვიტყვი მშვენივრად ვხატავთქო, თუმცა მთლად უნიჭოც არ ვარ ამ საქმეში.

გარეთ მშვენიერი ამინდია.ხატვა რომ დავასრულე, გასეირნება მომინდა. მალევე გამოვიცვალე ტანსაცმელები და გასასეურნებლად გავემზადე.

 მალევე გამოვიცვალე ტანსაცმელები და გასასეურნებლად გავემზადე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ყურსასმენები ავიღე, გეცბის დავემშვიდობე და გავედი სახლიდან. ნელა მივსეირნობდი და გარემოს ვათვალიერებდი. ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი. უეცრად, ვიღაცას დავეჯახე. ჩხუბი დავაპირე. თუმცა, თავი როგორც კი ავწიე და მას შევხედე, სულ გადამავიწყდა გაბრაზება.

-თეჰიონ, როგორ მომენატრე. -ხელები მოვხვიე მას და ჩავეხუტე.

-ჩემო გოგო, მეც მომენატრე. -ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. -აბა, როგორ არის ჩემი ონავარი?

-მშვენირად. შენ როგორ ხარ?

-მე ძალიან კარგად. საით მიდიხარ?

-არსად. უაზროდ დავბოდიალობ ქალაქში. შენ?

-მე შენთან მოვდიოდი სახლში.

-ძალიან კარგი. წამოდი, სადმე კაფეში დავჯდეთ.

ერთ-ერთ ახლო მდებარე კაფეში შევედით. ორი ატმის წვენი და მარწყვის ნამცხვარი ავიღეთ და თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით.

-იუნ, გუშინ ვიღაც ბიჭთან ერთად დაგინახე პარკში. ბიჭი ნაცნობი ჩანდა...

-დენისი იყო.

-დენისი? ჩემი მეგობარი დენისი?

-ჰო, შენი მეგობარი დენისი.

-მოიცა, მოიცა... თქვენ... შენ და დენისი... -არ ვაცადე ამის გაგრძელება. ვიცოდი რასაც ფიქრობდა და რის თქმასაც აპირებდა.

-ეჰჰ, ნეტავ მასე იყოს. თუმცა არა, არ ვართ ერთად.

-გინდა მოგეხმარო მის მოხიბვლაში?

-არა, მაგრამ მაინც მადლობა.

-რა? რატომ? შენ ხომ ის მოგწონს?

-კი, მომწონს. მაგრამ, ერთად ვერ ვიქნებით.

-რატომ?

-გეცბი ამიკრძალავს მასთან ყოფნას თუ გაიგებს, რომ ის მომწონს. თან, ჩემი სიყვარული რთულია და ხომ იცი, როგორი ხასიათიც მაქვს. არ მინდა, ვინმე რომ ვაწვალო ან ვინმეს ვაწყენინო. მით უმეტეს თუ ეს ვინმე დენისია.

კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ მე და თეჰიონმა. მთელი დღე ქალაქში დავსეირნობდით. ხან სად წავედით და ხან სად. სახლში დაღამებისას მივედი. თუმცა, გეცბი არ დამხვდა. მთელი სახლი მოვიარე და არსად იყო. ბოლოს, სამზარეულოს მაგიდაზე წერილი ვნახე. იქ ეწერა, რომ გეცბი ორი კვირით ქალაქ გარეთ იყო წასული. წერილი კვლავ მაგიდაზე დავაბრუნე და ჩენს ოთახში ავედი. საწოლზე წამოვწექი და როგორც ყოველთვი, ფიქრებმა შემომიტიეს. ხან რაზე მეფიქრებოდა და ხანაც რაზე. ერთი-ორი ცრემლიც ჩამომიგორდა და საბოლოოდ, მთელი დღის დაღლილს, მალევე ჩამეძინა.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now