.15.

30 4 13
                                    


    *1 წლის შემდეგ*

-დილა მშვიდობისა, პრინცესავ. -დენისის კოცნამ გამაღვიძა.

-დილა მშვიდობისა, საყვარელო. -გამეღიმა მისი დანახვისას. როგორც ჩანს მანაც ახლა გაიღვიძა. -რა საყვარელი ხარ აჩეჩილი თმებით.

-თუ მოგწონს სულ გაჩეჩილი ვივლი. -თქვა და გაიცინა. მეც გამეცინა. -როგორ გეძინა?

-მშვენივრად. შენ როგორ გეძინა?

-მე შენთან ყოველთვის შესანიშნავად მძინავს.

-ძალიან კარგი.

-ადექი ახლა, საუზმის დროა. ბლინებს მოგიმზადო თუ კრუასანს მიირთმევთ?

-წამოდი, ერთად გამოვაცხოთ ბლინები.

ავდექი საწოლიდან და პიჟამოთივე ჩავედი სამზარეულოში. საჭირო ნივთები და ინგრედიენტები დავალაგე მაგიდაზე და ბლინების კეთება დავიწყეთ. სანამ დენისი ბლინებს აცხობდა, მანამდე მე ყავას ვამზადებდი. როდესაც მაგიდა გავამზადეთ, გეცბიც შემობოდიალდა ოთახში.

-დილა მშვიდობისა, ძამიკო. -ჩავეხუტე მას.

-დილა მშვიდობისა, დაიკო. - მანაც მომხვია ხელები და გამიღიმა.

-საუზმე მზადაა. შეგიძლია მიირთვა.

სამივენი მივუჯექით მაგიდას. საუზმის შემდეგ კი, დალაგება დავიწყეთ. უეცრად, კარზე ზარის ხმა გაისმა. მე წავედი მის გასაღებად. კარი რომ გავაღე, იქ ჩემზე ოდნავ მაღალი, სიმპატიური და საკმაოდ მომხიბვლელი ბიჭი დამხვდა. (დენის, არ იეჭვიანო.)

-გამარჯობა?

-გამარჯობა. -ღიმილით მომესალმა ბიჭი.-შენ გეცბის და იქნები, იუნა ხომ?

-დიახ. თქვენ?

-მე...

-ჩემი ბიჭი მოსულა. -კართან უეცრად გეცბი გამოჩნდა და მას გადაეხვია. შემდეგ კი, მე მომიბრუნდა. -იუნ, ეს კიმ ეუნვუა, ჩემი შეყვარებული.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now