დილიდან დენისი უცნაურად იქცევა. ჩემთან ლაპარაკს თავს არიდებს და ყოველ წუთს ვიღაცასთან რეკავს ან ვიღაც ურეკვას. ნეტავ, რა ხდება. იმედია მშვიდობაა. გეცბისთან მივედი და ვკითხე, რამე ხომ არ იცოდა ამის შესახებ. უარი მივიღე მისგან.
შუა დღისას დენისი სახლიდან გავიდა, ისე, რომ არც კი გამაფრთხილა სად მიდიოდა ან როდის დაბრუნდებოდა. რომ მოვა უცილებლად უნდა დაველაპარაკო. აშკარად რაღაც ხდება. მისგან მიკვირს ასეთი საქციელები. ასე არასდროს მოქცეულა.
* * *
საღამოს, ჩემთვის მშვიდად ვიჯექი ოთახში და წიგნს ვკითხულობდი. ყურადღების გადატანას ვცდილობდი. ოთახში უეცრად გეცბი შემოვიდა. ხელში რაღაც დიდი პარკი ეჭირა.
-იუნ, ეს შენთვისაა. -მითხრა და პარკი გამომიწოდა.
-ვისგანაა? -წიგნი გვერდით გადავდე.
-ჩემგან.
-შენგან? დღეს რამე ხდება და არ ვიცი?
-არა. უბრალოდ მომინდა რომ რამე მეჩუქებინა ჩემი საყვარელი დაიკოსთვის, მაღაზიაში ესენი ვნახე და გიყიდე. იმედია მოგეწონება. -მითხრა მან და გამიღიმა.
-გმადლობ. -გავხსენი პარკი. შიგნით კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები იდო.
-მიდი ჩაიცვი. -მითხრა გეცბიმ.
მე ავდექი და სააბაზანოში შევედი. მალევე ჩავიცვიკაბა. მართლა ძალიან ლამაზი იყო.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მალევე გავედი ჩემს ოთახში. გეცბიმ შემათვალიერა და გაიღიმა.