.13.

28 4 1
                                    


დილას საუზმის შემდეგ, ტყეში გადავწყვიტეთ წასვლა ყველამ. მე პატარა კალათა წავიღე და ყვავილებს ვკრეფდი. დენისიც მეხმარებოდა. თეჰიონი და გეცბი კი რაღაცას განიხილავდნენ. თუმცა, არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ. დიდად არც მაინტერესებდა მათი საუბარი.

სახლში დღის 3 საათისთვის დავბრუნდით. სადილის გაკეთება ჩემ თავზე ავიღე. გეცბიც მეხმარებოდა. ჩუმად ვიყავით ორივე. მე მუსიკები ჩავრთე, რომ ცოტა გავხალისებულიყავი და სიმღერა დავიწყე. გეცბიც ამყვა და მხიარულად განვაგრძეთ სადილის მზადება. როდესაც სიმღერა დავასრულეთ, გეცბიმ ისეთი რამ მითხრა, რაც არ უნდა სცოდნოდა.

-იუნ, რაღაცაზე უნდა დავილაპარაკოთ მე და შენ.

-ვერაფერში ვერ გამომტეხავ და არაფერს არ გეტყვითქო, მერამდენედ უნდა გითხრა უკვე.

-არაფრის თქმა არაა საჭირო. ყველაფერი ვიცი უკვე.

-რა?

-ვიცი, რომ დენისი მოგწონს. -ამის გაგონებისას გავშეშდი. საიდან გაიგო მან ეს.

-საიდან მოიტანე ეს სისულელე.

-იუნა, მორჩი მაიმუნობას. გეუბნები ვიცითქო.

-საიდან გაიგე?

-სანდო წყარომ მითხრა.

-თეჰიონმა გითხრა ხო?

-საიდან მიხვდი?

-მის მეტი არავის იცოდა. და როდის მერეა თეჰიონი შენთვის სანდო?

-მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გამანდო. მე ამაზე მეტი ვიცი, დამიჯერე.

-მოვკლავ თეჰიონს.

-ხელი არ ახლო.

-ოჰჰ, როდის მერე იცავ თეჰიონს, ბატონო მინ?

-იუნა, საკმარისია.

-თავი დამანებე.

სამზარეულოდან გავედი და საძინებელი ოთახისკენ გავიქეცი. შევედი, კარები ჩავკეტე და საწოლზე დავწექი. თავი ბალიშში ჩავრგე. ახლა არაფრის დანახვა და მოსმენა არ მინდოდა. მხოლოდ მარტო ყოფნა მსურდა.

UNEXPECTEDWhere stories live. Discover now