Yoona POV;
-იუნა... -მომესმა ბიჭების ხმა და მათკენ გავიხედე.
-დაიკო, სად იყავი? იცი რამდენი ვინერვიულე? -მომვარდა გეცბი და გულში ჩამიკრა.
-ამმ, ტყეში გავისეირნე და მოვედი. თქვენ სად იყავით?
-რომ დაღამდა და არ დაბრუნდი, ჩვენ ტყეში წავედით შენს მოსაძებნად და მთელი ორი საათი გეძებდით. -თქვა თეჰიონმა და გვერდით მომიჯდა.
-ბოდიში, რომ განერვიულეთ. უბრალოდ, ვხატავდი და დროის გასვლა ვერ გავიგე. ტელეფონიც არ იჭერდა, რომ დამერეკა.
-ჰოდა, ტყეში მარტო აღარსდროს წახვიდე. ჩვენ გვითხარი და გამოგყვებით. -მითხრა გეცბიმ.
-თქვენ გითხარით და უარით გამისტუმრეთ.
-ახლა ჩვენ ნუ გამოგვიყვან დამნაშავეებად. -მითხრა თეჰიონმა ისევ. დენისი ჩუმად იჯდა და გვიყურებდა. რა საყვარელია. ნეტავ მანაც თუ ინერვიულა ჩემზე?
* * *
დილას რომ გავიღვიძე, ოთახში მარტო ვიყავი. გამიკვირდა, რომ გეცბი არ დამხვდა. მთელი ღამე გეცბის ისე ვყავდი მიკრული, თითქოს ვინმე ჩემ თავს წაართმევდა.
ჩავიცვი ტანსაცმელები და სამზარეულოში ჩავედი. იქ არავინ დამხვდა. თუმცა, საუზმე უკვე მზად იყო. მალევე სამზარეულოში დენისი შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა, იუნ.
-დილა მშვიდობისა, დენის.
-გეცბი და თეჰიონი სად არიან?
-არ ვიცი. სახლში არ არიან. მოიცა, გეცბის დავურეკავ.
ტელეფონი ავიღე და კონტაქტებში გეცბის ნომერი მოვძებნე. დავრეკე და მალევე მიპასუხა ბატონმა.
-გისმენთ, მადამ იუნა.
-გისმენთ კი არა, სად ხართ ბიჭო?!
-ტონს დაუწიე ქალბატონო.
-სად ხართთქო. -უფრო ხმამაღალი და მკაცრი ტონით ვუთხარი.
-მე და თეჰიონი პროდუქტების საყიდლად წამოვედით. გეძინათ თქვენ და აღარ გაგაღვიძეთ. საუზმე დაგიტოვეთ. ჩემი მომზადებულია, ამიტომ არ მოიწამლებით.
-ოხხ, ორივე მოსაკლავები ხართ რაა.
აღარ მაინტერესებდა გეცბი რას იტყოდა. ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე დავდე.
-საყიდლებზე წავიდნენ, პროდუქტები გამოგველია სახლშიო. -ვუთხარი დენისს და მაგიდას მივუჯექი.
-უიმე, გავეფრთხილებინეთ მაინც. -ჩემს წინ დაჯდა დენისი.
-გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთო. მაგრამ, საუზმე მოგიმზადეთო. გეცბის გაკეთებულია და არ მოვიწამლებით.
-ისე ძაან ენდობი შენს ძმას, რომ დარწმუნებული ხარ არ მოგვწამლავს?
-თვითონ თქვა არ მოიწამლებით, ჭამეთო.
ორივეს გაგვეცინა. ვისაუზმეთ და შემდეგ, მისაღებ ოთახში გავედით. დენისმა სადღაც კარტი იპოვა. დიდხანს ვთამაშობდით დურაკას. შემდეგ კი, თეჰიონის მიერ დატოვებული სამაგიდო თამაშები ავიღეთ. თუმცა, ესეც მალევე მოგვწყინდა. ბავშვობის ამბების მოყოლა დავიწყეთ და ბევრიც ვიცინეთ. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ამ საუბარში თან და თან გავთამამდი.
-დენის, რაღაც უნდა გითხრა. მე... -დავაპირე ჩემი გრძნობები გამემხილა. თუმცა, ვინ გაცადა.
-მოვედით. -ხმამაღლა დაიძახა გეცბიმ და ცელოფნის პარკებით დატვირთულებმა შემოაბიჯეს სახლში.
-იქნებ მოიფიქროთ ოდესმე და დაგვეხმაროთ. -გაისმა თეჰიონის ხმაც. მე და დენისმა მალევე მივირბინეთ მათთან და პარკების შემოტანაში დავეხმარეთ.
-ამდენი რად გინდოდათ? -ვკითხე მათ.
-რაც მოგვეწონა ყველაფერი ვიყიდეთ და წამოვიღეთ. -მიპასუხა გეცბიმ.
პროდუქტების ამოლაგება მე და დენისს შემოგვტენეს. სანამ გეცბი და თეჰიონი ტელევიზორს უყურებდნენ, მე და დენისი პროდუქტებს ვალაგებდით მაცივარსა და კარადებში. თან ვფიქრობდი, რატომ მოვიდნენ მაინც და მაინც ამ დროს. ორი წუთით გვიან რომ მოსულიყვნენ არ შეეძლოთ? ძლივს მოვიკრიბე იმდენი გამბედაობა, რომ ჩემი გრძნობები გამემხილა. მაგრამ, ვინ გაცადა. შემოვარდნენ სახლში ეს ორი ლაწირაკი ბავშვი.
