.4.

31 4 1
                                    


იუნამ მთელი დღე თავის ოთახაში გაატარა. თავის „შედევრზე" მუშაობდა. ხატვა დიდად არ ეხერხება. თუმცა, ხატვა ეხმარება გრძნობების და ფიქრების დალაგებაში. იუნა ამ „შედევრზე" საკმაოდ დიდი ხანია რაც მუშაობს. მასზე მუშაობას მხოლოდ იმ დროს აგრძელებს, როდესაც უსახელო და ენით აუწერელი გრძნობა აწუხებს. მას სურს, რომ ეს ნახატი არა მარტო ლამაზი, არამედ რაიმეს მთქმელი და მისი ფიქრების სამყაროს გამომხატველი იყოს. ამ ნახატმა მნახველში რაიმე გრძნობა და ემოცია უნდა გამოიწვიოს.

ორ საათიანი ხატვის შემდეგ, იუნამ ეს ნახატი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნა. საღებავებით მოსვრილი მაგიდა გაასუფთავა. ფუნჯებიც გაწმინდა და საბოლოოდ, ხელებიც გაისუფთავა.

აივანზე იდგა, ხედს გაჰყურებდა და ფიქრებით სადღაც შორს დაფრინავდა. უნებლიედ ეღიმებოდა კიდეც თავის ფიქრებზე. რაღაც აუხსნელს, უსახელოს გრძნობდა. უცხო გრძნობა ეუფლებოდა მის გულს. მიზეზს ეძებდა და ვერ პოულობდა. ამას არანაირი ახსნა არ გააჩნდა.

საბოლოოდ, როდესაც ფიქრებიდან გამოერკვია, გეცბისთან მივიდა.

-ძამიკო, სადმე ხომ არ გაგვესეირნა?

-იუნა, ახლა არა.

-გთხოვ. რამდენი ხანია არსად არ ვყოფილვართ ერთად. უბრალოდ გადადე ეგ ლეპტოპი და რამოდენიმე საათი გაატარე შენს უსაყვარლეს დაიკოსთან.

-არ მცალია.

-გთხოვ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. -იუნა ლეკვის თვალებით უყურებდა მას.

-ოხხ, კარგი. მიდი გაემზადე და წავიდეთ. -მან ლეპტოპი გათიშა და გვერდით გადადო.

-იეიი. -იუნამ ლოყაზე აკოცა მას და თავისი ოთახისკენ გაიქცა. გეცბის გაეცინა მის ბავშვურობაზე. მალევე გაემზადნენ წასასვლელად.

 მალევე გაემზადნენ წასასვლელად

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
UNEXPECTEDWhere stories live. Discover now