Yoona POV:
დღეები მშვიდად გადიოდა. ახალი არაფერი მომხდარა. ჩემს ოთახში ვზივარ და ბლოკნოტს პატარა უაზრო ნახატებით ვავსებ. ფიქრებში ვარ დაკარგული. ჩემი გონება სხვა სამყაროში დაფრინავს. უეცრად, ტელეფონზე შეტობინება მომივიდა და ამ ხმამ გამომარკვია ჩემი აზრებიდან. შეტყობინების კითხვა დავიწყე. დენისისგან იყო.
D: „შუადღე მშვიდობისა, იუნა. თუ გცალია ამ საღამოს, გასეირნებაზე რა აზრის ხარ?"
Y: „დღე მშვიდობისა, დენის. კარგი აზრია, დიდი სიამოვნებით წამოვალ სასეირნოდ."
D: „ძალიან კარგი. მაშინ, დღეს, საღამოს 5 საათისკენ მოგაკითხავ."
Y: „კარგი. შეხვედრამდე."
D: „შეხვედრამე."
ტელეფონი გადავდე და უეცრად გავიაზრე, რომ ვიღიმოდი. საათს დავხედე. ჯერ დღის სამი საათია. ავდექი და გეცბის ოთახისკენ გავეშურე. მისი ნებართვა მჭირდება ახლა ყველგან სასიარულოდ. მაღიზიანებს ეს ფაქტი, მაგრამ მე პირობა მივეცი და არ გავტეხ ამ პირობას. არ მინდა, რომ გავაბრაზო. ამიტომ, ვემორჩილები მას და აღარ ვეწინააღმდეგები დიდად.
მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე და ბატონისგან ნებართვის აღების შემდგომ შევედი მასთან. კვლავ ლეპტოპში იყო შემძვრალი. ძაან დატვირთულია კომპანიის საქმეებით. გვერდით მივუჯექი.
-ძამიკ, სასეირნოდ ხომ გამიშვებ დენისთან ერთად?
-დენისი ვინაა? -თავი არც კი აუწევია ლეპტოპიდან ისე მკითხა.
-ჩემი ახალი მეგობარია. თეჰიონმა გამაცნო წინაზე, მასთან ერთად რომ წავედი სასეირნოდ. -ნუ, ხომ არ ვეტყოდი რო კლუბში გავიცანი.
-არ წახვალ.
-გამიშვი რა. დენისი ძალიან კარგი ბიჭია. კეთილი, ზრდილობიანი, სანდო.
-ჯერ გამაცანი და მერე ვნახოთ, გაგიშვებ თუ არა.
-კაი, რომ მოვა გაგაცნობ.
![](https://img.wattpad.com/cover/331919726-288-k686978.jpg)