დილის 8 საათია. აივანს ოთახის კარის სახელურის ჩამოწევის ხმა, შემდეგ კი უხეში კაკუნი აღვიძებს. ბიჭი თავს ბალიშიდან ძლივს წევს და გვერდით ტუმბოზე დადგმულ საათს უყურებს, თვალებს იფშვნეტს. "აი ისევ" გაიფიქრა ბიჭმა.- კარი გააღე ლაწირაკო...- ისმის ღრიალი დერეფნიდან.
აივანს სხვა გზა არ ჰქონდა, საწოლიდან ადგა და კარების გასაღებად წავიდა. იცოდა მისი დაიგნორება უფრო ცუდ შედეგს, რომ მოუტანდა ბიჭს.
- კარები რატომ გაქვს ჩაკეტილი.- ბიჭს პირდაპირ ზედის საყელოში ეცა, როცა აივანმა კარი გააღო.
- ამ დილა ადრიან რა გინდა?- უხეშად პასუხობს ბიჭი და თან ცდილობს თავი გაითავისუფლოს ძმის ხელებისგან.
- უფროსებს ასე ელაპარაკები?- ახლა უკვე ყელში უჭერს ხელს.- შენ უნდა გკითხო საკუთარ სახლში, როდის სად შევიდე?
აივანი ხმას ვერ იღებს, ტკივილისგან მუხლები ეკეცება. ძმის ხელებს უფლებას არ აძლევს მასზე გაიმარჯვონ და ბოლომდე ცდილობს თავის გაღწევას. სუნთქვა უნდა, მაგრამ ვერ სუნთქავს, გრძნობს, რომ ორგანიზმში ჟანგბადი უთავდება და სადაცაა გაითიშება.
- რადგანაც, ამ სახლში გაჩერებთ, ნუ გეგონება, რომ ოჯახში რამეს წარმოადგენ, ლაწირაკო ნაბიჭვარო...- ხელს უშვებს და ბიჭი ძირს ვარდება ძალა გამოცლილი.
აივანი ცდილობს ისუნთქოს, რომ გონება არ დაკარგოს. ყელზე ხელს იკიდებს სადაც ხელის კვალი ატყვია წითლად. ცდლობს ცრემლები შეიკავოს და ძმას მისი სისუსტე არ დაანახოს, მის წინაშე ვერ გატყდება, სასურველს ვერ მიიაღბინებს.
- მაგ სიტყვებს განანებ, გასწავლი ძმას როგორ უნდა ელაპარაკო.- ამბობს უხეში ტონით ტავანი და ოთახიდან გადის.
ნუ გეგონებათ, რომ მსგავსი ინციდენტი პირველად მოხდა. არა, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. აივანი ბავშვობიდან იტანს ძმის ასეთ დამოკიდებულებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. ბიჭი და-ძმას შორის ყველაზე პატარაა. და დაოჯახებულია და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. სახლში აივანი, ძმასთან ტავანთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ტავანი მასზე 6 წლითაა უფროსი. ბიჭს მიზეზი არასდროს ჭირდებოდა აივანისთვის, რომ დაეშავებინა რამე.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞