რეი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ზის მის მეგობრებთან ერთად. ბიჭები რაღაც უინტერესო თემას განიხილავენ, თუმცა რეის მათი ერთი სიტყვაც კი არ ესმის. მაგიდაზე გულმოდგინედ გადაშლილ წიგნს ჩაჰკირკიტებს, მაგრამ მისი ფიქრები ამ წიგნის თემიდან ძალიან შორს არის. მის გარშემო ხმაური იყო, თითოეულ მაგიდასთან ჯგუფურად ისხდნენ სტუდენტები და გაუჩერებლად საუბრობდნენ, ვინ იცის შეიძლება ლექტორის მიერ მიცემულ დავალებას განიხილავდნენ, რომლის ჩაბარების დროც იწურებოდა და ახლა გადადებას ვეღარ მოახერხებდნენ. ან იქნებ ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ უაზრო, მაგრამ ამავდროულად აზრიან თემებზე ბჭობდნენ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ხმაური ვუწოდოთ, რადგან არ შეგვიძლია მათი საუბრების მოსმენა და სიტყვების გარჩევა.როგორც ბიბლიოთეკაში, ისევე რეის თავშიც ხმაურია, თუმცა შეიძლება ეს ხმაური მეტად ხმამაღალია ვიდრე ბიბლიოთეკაში. მისი სახით და გამომეტყველებით, შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ბიჭი ერთ აზრზე ვერ ჩერდება და წამში სხვა ფიქრი გაუელვებს ტვინში.
გვაინტერესებს, რამ მიიყვანა რეი ამ მდგომარეობამდე, რატომ არის სამყაროს გამოთიშული. რა არის ბიჭის საფიქრალი, რის გამოც გულს ვერაფერს უდებს, ვერც მეცადინეობს და ვერც მეგობრებს ჰყვება საუბარში. ჩვენ, რა საკვირველია, ზუსტად ვერ გვეცოდინება რახდება მის თავში, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ...
სრულიად დასაშვებია, რომ რეი დღევანდელ ამბავზე ფიქრობდეს, რაც აუდიტორიაში მოხდა. ალბათ ინტერესი კლავს, რა ხდება აივანის თავს. უნდა ყველაფერი იცოდეს ბიჭის შესახებ. აქამდე ეჭვობდა, თუმცა დილით მომხდარის შემდეგ, თითქმის დარწმუნდა, იმაში რომ ბიჭს რაღაც უჭირს, თითქოს შუბლზე აწერია დიდი ასოებით "დამეხმარე".
ის და აივანი ოთახში ყოველთვის მარტო არიან, ხელს არავინ შეუშლის, რომ ჰკითხოს და ბოლოდ და ბოლოს დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, თუმცა ვერ ბედავს კითხვას. ვინ არის აივანისთვის ის? რატომ გადაწყვეტს ბიჭი, რომ მის შეკითხვებს უპასუხოს და ასეთი პირადული გადმოულაგოს? ამიტომ თავს იკავებს, არ უნდა ზედმეტი მოუვიდეს და ბიჭი შეავიწროვოს, ალბათ ყველაფერი დროის საკითხია, თუ საჭირო გახდება ერთ დღეს აივანი ყველაფერს მოუყვება მას, მისი ნებით.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞