დილით რეის აივანზე ადრე ეღვიძება. პირველ რიგში მძირარე და მასზე მოწებებულ ბიჭს დახედა, შუბლზე სიყვარულით სავსე კოცნა დაუტოვა. საკუთარი მკლავებისგან გაათავისუფლა აივანი და დივანიდან წამოდგა. ბიჭს კიდევ ცოტახანს მისცა ძილის და სასვენების საშუალება, რადგან ნამდვილად მძიმე და ემოციური დღე ჰქონდა.რეი სემის ბინაში სააბაზანოს ეძებს და სიგნით შედის. გამოსაფხიზლებლად პირზე წყალს ისხამს, შემდეეგ კი სამზარეულოში გადის. ჭიქას ეძებს, რომ წყალი დალიოს. მალევე სამზარეულოში სემი გამოდის, შემდეგ კი მას კენიც მოჰყვება.
- დილამშვიდობის,- ესალმება სემი რეის.- როგორ გეძინა?
- დილამშვიდობის,- საპასუხოდ ესამლება რეიც და კენისკენ აპარებს თვალს, რომელსაც ჩვეული უჟმური გამომეტყველება აქვს სახეზე.- კარგად მეძინა. მადლობა. აჰ და ბოდიში გუშინ ასე, რომ შემოგეჭერით.
- არაფერია, ვიცი, რომ აივანზე ნერვიულობდი.- ნაზად უღიმის გოგონა.- ახლავე საუზმეს მოვამზადებ, ხომ გშია?
- არა, მადლობა. აივანს გავაღვიძებ და საერთო საცხოვრებელში დავბრუნდებით.
- შეგიძლია აქ დატოვო, მივხედავთ,- უხეშად ამბობს კენი.
- ჩემი შეყვარებულის მოვლა, მეც შემიძლია.- იგივე ირონიით პასუხობს რეიც.
- აივანი ჩემი მეგობარია, წლებია მასზე ვზრუმავ.- არ დააკლო კენმაც.
- ზრუნავ?- ჩაიცინა რეიმ,- შენ ამას ზრუნვას ეძახი? წლების განმავლობაში იცოდი, რომ აივანზე ძალადობდნენ და არაფერს აკეთებდი!
- რის თქმას ცდილობ?- რეისკენ გაიწია კენმა, მაგრამ სემიმ შეაჩერა.- რაც არ იცი, ნუ ილაპარაკებ!- საჩვენეებელი თითის ქნევით აფრთხილებს კენი.
- რა არ ვიცი?- არ ნებდება რეი და კენი უფრო მეტად აღიზიანებს.- მაშინ შენ მითხარი.
- როგორ მარტივად საუბრობ,- კენი ისევ მისკენ იწევს, სემი კი მათ დამშვიდებისკენ მოუწოდებს.- მათი ოჯახის საქმეებში ჩარევა, არც ისე მარტივია როგორც შენ გგონია. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო, მისი იმ სახლიდან გამოტყუება იყო, რომ ნაკლები დრო გაეტარებინა მასთან. ახლა სახლიდან შორსაა და ყველაფერს ვიზამ მის დასაცავად!
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞