თავი 13

84 6 2
                                    




გაქცევა. ეს ერთადერთი რამაა რაც ახლა მას შეუძლია. და ზუსტად ასეც იქცევა, გარბის იმდენად ძლიერ, რამდენიც შესაძლებელია. მარგამ რას გაურბის?- ძმას? იქნებ ცხოვრებას? ან იქნებს სრულიად სამყაროს?

თავიდან ფეხებამდე სველი ზის ტაქსიში და საკუთარ გაყინულ სხეულს ხელებით ეხუტება. სიცივისგან კანკალებს, სიცივე შინაგანად ყინავს მას. სველი თმიდან წვიმის წვეთები ჩამოსდის და ლოყებთან ცრემლებს უერთდება. ტუჩის კუთხები სისხლი აქვს შემხმარი, გარშემო კი შესამჩნევად ჩასწითლებოდა.

ემოციებისგან დაღლილი და დაუძლურებული კიბის სახელურებს ეჭიდება, რომ არ დაეცეს. ძლივს ადის საკუთარ ოთახამდე. კარს აღებს და შიგნით შედის. თუმცა რაღაც უცნაურია. ოთახში შესვლისას სინათლეს ამჩნევს, რომელიც მთელ ოთახს ანათებს, ახსოვს, გასვლისას სინათლე ჩართული არ ჰქონია. შემდეგი მისი გაოცება აბაზანის კარის გაღებამ გამოიწვია, საიდანაც სპორტულად ჩაცმული რეი გამოვიდა პირსახოცით ხელში, თან თმას იმშრალებდა.

რეის თავიდან უბრალოდ მისალმება სურდა, თუმცა შემდეგ მის მდგომარეობას დააკვირდა. მთლად სველი იყო, მარცხენა მხარეს შარვალი ჭუჭყიანი ჰქონდა. თვალები ჩაწითლებული, რომლებიც ძლივს მოუჩანდა, სველი თმის მიღმა. სახეც ასევე სველი, თუმცა ეს წვიმისგან თუ ცრემლებისგან, არ იცის. ტუჩთან მის ნაიარევსაც ადვილად ამჩნევს. რეის განწყობა წამში იცვლება. გრძნობები ერთმანეთში ერევა, გაბრაზება, ნერვიულობა, მზრუნველობა, შეცოდება... გულს რაღაც უღრნის, არ ასვენებს. თითქოს სისხლიც კი სწრაფად იწყებს მოძრაობას ვენებში. გაყინული სახით მიდის გაშეშებული ბიჭისკენ და მის წინ დგება.

- რა დაგემართა?- წარბშეკრული უყურებს ბიჭს, ის კი მზერას არიდებს და ცდილობს სახე დამალოს.

- აქ რატომ ხარ, მეგონა მშობლებთან რჩებოდი.- გაიხსენა მათი დილანდელი საუბარი, ზუსტადაც აივანი მოელოდა, რომ მარტო იქნებოდა.

One Night StandWhere stories live. Discover now