საღამოა, კაცი კომპანიიდან დაბრუნებული, საკუთარი სახლის კაბინეტში ზის ჩაფიქრებული. ასევე საკუთარ თავში ფიქრებს ალაგებს და აზრებს ერთმანეთთან აკავშირებს, ცდილობს ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს და ზიანი არავის მოუტანოს.ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი, სიდედრ-სიმამრის ნათქვამის სისრულეში მოყვანაა, კარგად იცის, რომ ყველაფერი ცუდად წავა თუ მათ წინააღმდეგობას გაუწევს. შეიძლება ყველაფერი დაკარგოს რაც ამდენი წლის მანძილზე უშენებია...
ფიქრებინად კარზე დაკაკუნებას გამოჰყავს, მალევე შემოსვილს ბრძანება გასცა. კაბინეტში ტავანი შემოდის, მისი შვილი. ისიც ახალი დაბრუნებული სამსახურიდან, ჯერ კიდევ შარვალ-კოსტუმს ატარებს.
- მითხრეს, რომ ჩემი ნახვა გინდოდა.- ტავანი მაგიდასთან ჩერდება.- რამე მოხდა, აქ რომ დამიბარე?- მამასთან ისე საუბრობს, გეგონებათ ცხოვრებაში ცუდი არასდროს გაუკეთებია.
- დაჯექი,- სკამზე მიუთითა ტინმაც.- რაღაც ნამდვილად მოხდა და შენთან სერიოზულად მსურს საუბარი.- კაცს სერიოზული გამომეტყველება და ხმა აქვს.
- კარგი?- ტავანიც სიტუაციის სერიოზულობას ხვდება და სკამზე ჯდება.- გისმენ.
- მინდა აივანისგან თავი შორს დაიჭირო.- პირდაპირ საქმეზე გადადის ტინი.
- რა?- მოსმენილი გაიოცა ტავანმა.
- მინდა აივანისგან თავი შორს დაიჭირო!- კაციც მოთმინებით უმეორებს საკუთარ ნათქვამს.
- არა, ეგ გავიგე. უბრალოდ საჭიროებას ვერ ვხედავ, რატომ უნდა მეჭიროს თავი შორს საკუთარი ძმისგან?- ბიჭი საზურგეს მიეყრდნო, მამის მოთხოვნამ ნამდვილად გააოცა.
- ყველაფერს კარგად ხვდები და ისიც იცი რას ვგულისხმობ!- ტინს ყველაფრის დაკონკრეტება და საუბრის გამწვავება არ უნდოდა. ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞