თავი 22

65 6 19
                                    




დროის გასვლასთან ერთად, ერთი შეხედვით სიტუაციაც წყნარდებოდა. ყველა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუმცა გულის სიღმეში ალბათ ყველამ იცოდა, რომ ეს სიწყნარეც ცუდის მომასწავებელი იქნებოდა.

ყველაფერი კარგად იყო, აივანის ცხოვებაც დაწყნარდა. მშვიდად ცხოვრობდა რეისთან ერთად საერთო საცხოვრებელში. დრო და დრო ბებიას და ბაბუას სტუმრობდა, სადაც რეიც მიჰყავდა. ასევე რეის მიჰყავდა საკუთარ სახლში აივანი. ბოლო დროის განმავლობაში, ამ ორმა ოჯახმა მოასწრო ერთამენით გაცნობა და დამეგობრება. ხშირად აწყობნდენ ხოლმე ოჯახურ ვახშმებს, ცნობილ და პრესტიჟულ რესტორნებში. აივანის ბებია, ბაბუას საკმაოდ მოსწონდათ რეი და მისთამი კეთილგანწყობილები იყვნენ. მათი ძვირფასი შვილიშვილი სწორედ მას ჩააბარეს, იმ პირობით, რომ გაუფრთხილდებოდა, ეყვარებოდა იგი და იზრუნვებდა მასზე. რეიც საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავდა და ყველაფერს პირნათლად, სიყვარულით ასრულებდა.

იმ დღის შემდეგ, ტავანი არანაირი საშუალებით არ გამოჩენილა აივანის ცხოვრებაში. შეიძლება მამის დარიგებამ, ანდაც გაფრთხილებამ მოახდენა მასზე გავლენა. ტინიც ბედნიერი იყო მანამ სანამ, ტავანი რამეს არ აურევდა.

აივანი უბედნიერესი იყო, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა. თითქოს და ყველა ის შინაგანი სიცარიელე შეევსო, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე ტანჯავდა ბიჭს. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ მასაც ჰყავს ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მასზე და უპირობოდ უყვართ იგი. ნარა და დაიჩიც ცდილობდნენ აივანთან მეტი დრო გაეტარებინათ. ხშირად პატიჟობდნენ მათ სახლში, სადაც აივანი რეისთან ერთად მიდიოდა, რადგან რეი არ უნდოდა აივანის მარტო გაშვება, ანდაც თვითონ არ სურდა აივანის გარეშე დარჩენა... რა თქმა უნდა, იადამების კარი რეისთვის ყოველთვის ღია იყო.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ბებია ნარამ გადაწყვიტა აივანთან ერთად დაეძინა. უფრო სწორად აივანთან განმარტოება სურდა, სალაპარაკოდ. რეის დიდად არ უნდოდა აივანის გარეშე დაძინება, მაგრამ რას გააწყობდა, ბებიას უარი ვერ უთხრა. თვითონ კი გვიანობამდე საუბრობდა დაიჩისთან...

One Night StandWhere stories live. Discover now