აივანმა დაწოლამდე, როგორც ყოველთვის საძილე აბები მიიღო. მათ გარეშე დაძინება ყოველთვის უჭირდა. რეის უკვე ეძინა და მშვიდად სუნთქავდა. მალევე აივაინსაც ჩაეძინა.- შენ მოკალი დედა.
- მისი სიკვდილი, შენი ბრალია...
- მკვლელი ხარ!
სიტყვები გარკვებით ესმოდა აივანს თუმცა გამოსახულებას ბუნდოვნად ხედავდა. ტავანის სახეს ხედავდა, რომელიც ხან ჩნდებოდა ხანაც ქრებოდა. მისკენ ახლოს მოიწევდა გაცოფებული სახით და ბიჭს უყვიროდა. გრძნობს როგორ წაუჭირეს ხელები ყელში და იხრჩობა... უნდა ხელები გააშვებინოს, შეეწინააღმდეგოს, თუმცა ვერ ახერხებს. განძრევაც არ შეუძლია, სხეული მას არ ემორჩილება. თითქოს საკუთარ თავს შორიდან უყურებს. ტავანი კი მასზე თავდასხმას აგრძელებს, უკან დახევას არ აპირებს სანამ ბიჭი სუნთქვას არ შეწყვეტს...
რეის ოთახში უცნაური ხმები აღვიძებს, თავიდან გამორკვევა უჭირს. აივანისკენ იხედება და ხედავს როგორ ბორგავს საწოლში ბიჭი, სახე მთლიანად სველი აქვს ცრემლებისგან. ესმის მისი ხმა, თუმცა ვერ არკვევს სიტყვებს. მასინვე დგება და აივანის საწოლისკენ მიდის სწრაფად.
- ჰეი, ივან... ივან. გესმის? გაიღვიძე.- ბიჭის მდგომარეობა აშფოთებს რეის, მხრებში კიდებს ხელებს და არხევს, ცდილობს გააღვიძოს. თუმცა ბიჭი არ იღვიძებს.
- აივან, გაიღვიძე...- სასოწარკვეთილებაში ვარდება რეი, არ იცის რით დაეხმაროს. აივანი ისევ ტირის ძილში, სახეზე ტკივილი აწერია.
- ღრმად ისუნთქე, მიდი ისუნთქე...
- ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ.- ბიჭს ნაზად სწევს და გულში იკრავს, თმაზე ნაზად ეფერება და გრძნობს როგორ მშვიდდება აივანი.
როცა დარწმუნდა, რომ ბიჭი დამშვიდდა და უკვე მშვიდად ეძინა, ისევ უკან, საწოლზე დააწვინა. ზეწარი კარგად გადააფარა და ადგომა დააპირა, თუმცა რაღაცამ შეაჩერა. ეს აივანის ხელი იყო, რომელიც რეის მკლავს მჭიდროდ უჭერდა, თითქოს უსიტყვოდ სთხოვდა არ დაეტოვებინა. რეიმ ვერ მოახერხა ხელის დათავისუფლება, ამიტომ ბიჭს ფრთხილად მიუწვა გვერდით. ჩაძინებამდე ფიქრობდა, რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, ან რატომ ანერვიულდა ასე ძალიან? რატომ ღელავს მასზე? ბევრი კითხვა დაუგროვდა, თუმცა ჯერ პასუხები ვერ იპოვა.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞