რამდენიმე საათში აივანს ეღვიძება, სხვეულში სიმძიმეს გრძნობს და თვალებს ძლივს ახელს. თავი საშინლად სტკივა, რადგან მის გასათიშად თავში ძლიერად ჩაარტყეს მყარი საგანი. ინსტიქტურად ჯერ კეფაზე იკიდებს ხელს, სისველეს გრძნობს, შემდეგ ძლივს გახელილი თვალებით ხელზე იხედება და მასზე წითელ ბლანტ სითხეს ხედავს. თვალებში შიში უჩნდება, შიშთან ერთად. მხოლოდ ახლაღა იწყებს ადგილის თვალიერებას სადაც ამ წუთას იმყოფება.მისი დასკვნებით, ბინა უნდა იყოს მაღალ სართულზე. ოთახს მარჯვენა მხარეს დიდი ფანხარა აქვს, საიდანაც ბანგკოკის ხედი მოჩანს. ღია ფერის კედლები და მდიდრული ავეჯი ამშვბენებს ოთახს, თვითონ აივანი კი დიდ საწოლზეა წამომჯდარი, რასაც მუქი ლურჯი გადასაფარებელი ამშვენებს.
ფეხზე ადგომას ცდილობს, აქედან გასვლა უნდა. ვერ ხვდება სად არის ან რატომ, ვერ გაუგია აქ ვინ მოიყვანა ან დაც რა განძრახვით. ძლივს მიდის კართან, სახელურს მოდვან წევს და... კარი ჩაკეტილია. პანიკა იპყრობს, მაგრამ აქედან თავის დაღწევის სურვილი უფრო მეტად გაუმძაფრდა, უიმედოთ ებღაუჭება კარის სახელურს. კარზე აკაკუნებს, აბრახუნებს... მაგრამ პასუხი არ არის.
- არის აქ ვინმე?- ყვირის განწირული, თან კარზე ბრახუნს არ წყვეტს.
- დამეხმარეთ...
- აქედან გამომიშვით...- მუშტები უსისხლიანდება ბრძოლისგან, მაგრამ ისევ არავინ ჩანს.
სახეს ცრემლები უფარავენ, საშინლად უნდა აქედან გასვლა. ეშინია და გაურკვევლობაშია. არ იცის ვინ მოიყვანა აქ ან რას უპირებს.
უეცრად გარედან კარს გასაღებით აღებენ, აივანს გასაღების გადატრიალების ხმა ესმის, კარს ოდნავ შორდება, უკან იხევს. განხვიფრებული ელის ვინ გამოჩნდება კარს მიღმა, ის ვინც გადაარჩენს თუ ის ვინც აქ მოიყვანა და გამოკეტა... მაგრამ აივანს ცუდი იღბალი მუდამ თან დასდევს, სადაც არ უნდა წავიდეს, ეს ყოველთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში აივანი ასე ფიქრობდა...
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞