იცით, როგორი გრძნობაა, როცა მთელი შენი ცხოვრება არასასურველი ხარ? ეს გრძნობა აივანმა ძალიან კარგად იცის. დედის გარეშე გაზრდილს, მიუხედავად იმის, რომ მამაც ჰყავს და და-ძმაც, მაინც ყოველთვის მარტო იყო. არავინ ზრუნავდა მასზე, არავინ ამხნევებდა და ანუგეშებდა როცა ცუდად იყო, არავის აინტერესებდა მისი კარგი ნიშნები და უამრავი სიგელი, ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის. არც ის გაახარებდა ვინმეს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, რომ ჩაირიცხა...აივანის დედა ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდა, მას და მის მეუღლეს ბევრი შვილი სურდათ, ხანდახან ხუმრობდნენ კიდეც, ასე ფეხბურთის გუნდს შევქმნითო... მაგრამ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რაც რთული გადასატანი იყო ორივესთვის. ტავანის, მათი მეორე შვილის დაბადებიდან 6 წლის შემდეგ, ქალი სასწაულებრივად კიდევ დაფეხმძიმდა.
მათი სიხარულის აღწერა სიტყვებით ძალიან ძნელია, თითქოს ხელმეორედ დაიბადნენ. ოცნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. რამდენიმე თვეში, ქალმა მეუღლეს გაუმხილა, რომ ბავშვისთვის "აივანი"-ს დარქმევა სურდა, რაზეც მეუღლეც დათანხმდა.
არის მიზეზი, რატომაც აქვს ოჯახს ასეთი დამოკიდებულება აივანის მიმართ, თუმცა განა არის აივანის ბრალი ამ საკითხში?
სამშობიაროში, აივანის გაჩენისას ქალი, უეცრად გარდაიცვალა. რა თქმა უნდა ეს დიდი დარტყმა იყო მთლიანი ოჯახისთვის, რომელიც დღემდე ვერ დაუვიწყებიათ. აივანი კი ისჯება იმის გამო, რაც თავად არ ჩაუდენია.
ოჯახმა ბიჭი დაივიწყა, რომელიც მტკივნეულ მოგონებას ახსენებდა ყველას, მამას ხელშიც კი არ აუყვანია არასდროს, ბიჭი მომვლელების ხელში იზრდებოდა. როცა ძმისგან ნაცემი საავადმყოფოში ხვდებოდა, მაშინააც მხოლოდ მომვლელები უვლიდნენ, არავის ადარდებდა რა მოუვიდოდა მას...
***
სახლიდან გამოსული მთელი სისწრაფით მირბოდა, რომ ამ ადგილს სასწრაფოდ გასცლოდა. თუმცა სად უნდა წასულიყო ნამდვილად არ იცოდა. მისთვის მთავარი, მხოლოდ სახლიდან წამოსვლა და ძმისგან თავის დაღწევა იყო.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞