რამდენმე დღე გადის. მომხდარის შესახებ აღარ ლაპარაკობენ, რადგან აივანს არ სურდა საუბარი. კითხვაზე თუ რატომ გააკეთა ეს, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს "უბრალოდ დაძინება მინდოდა." საკუთარი წამიერი სისუსტის რცხვენია, ამიტომაც აღარ უნდა გახსენება. რეისთანაც ყველაფერი ისე ისე იყო, როგორც წესი ერთად ჭამდნენ და სახლის საქმეებსაც ინაწილებდნენ. რაც შეეხება მათ საუბარს საავადმყოფოში, ეს თემა აღარ გაგრძელებულა. ისევე, როგორც კენ, რეისაც აღარ დაუსვამს კითხვები, დიდი ინტერესის მიუხედავად. ალბათ ერიდებოდა ერთხელ უკვე დახურული თემის კიდევ გახსნა.აივანი კენთან და სემისთან ერთად, კენის საცხოვრებლის პატარა ოთახში, საწოლზეა მოკალათებული და თაბახის ფურცელზე დაბეჭდილ ასოებს მთელი გულისყურით კითხულობს. ბიჭს საღამოობით მარტო ყოფნა მოსწყინდა და მეგობრებთან ერთად მეცადინეობა გადაეწყვიტა. რატომაა მარტო? რადგან, მისი საავადმყოფონად გამოწერის დღიდან რეი საღამოობით სადღაც იკარგება და მხოლოდ შუა ღამისას ბრუნდება. ბიჭმა არ იცის სად დადის რეი, ალბათ მეგობრებთან ერთად ერთობა ბარებში, რასაც მოწმობს მძაფრი ალკოჰოლის სუნი, რომელიც ბიჭს ასდის დაბრუნებისას.
- დედაშენის წლისთავი ხომ ხვალაა?- სიჩუმე კენის უეცარმა კითხვამ დაარღვია.
- ამ, კი ხვალაა.- მოღუშული პასუხობს ბიჭი.
- გინდა გამოგყვეთ?- მათ საუბარში სემიც ერთვება.
- არა გმადლობთ, ჩემით გავუმკლავდები.- იუარა ბიჭმა.
- შენი მარტო გაშვება, კარგი აზრი არ მგონია.- კენი ყველანაირად ცდილობს ბიჭი დაარწმუნოს.
- მხოლოდ მუქარა შეუძლია,- ამოიოხრა ბიჭმა.- თანაც დავრწმუნდები, რომ მას არ გადავეყრები.
- კარგად იცი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოგიჭიროს, არ მინდა მარტო იყო!- კენის ხმა მკაცრდება.- არ მინდა ისევ ის განმეორდეს, რაც რამდენიმე დღის წინ.- ხმის ტონს ადაბლებს.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞