თავი 18

77 7 4
                                    




როგორც მოსალოდნელი იყო, დილით აივანს სხეულში ტკივილის განცდა აღვიძებს. ბიჭი გადაბრუნებებას ცდილობს, მის თითოეულ განძრევას თან ტკივილი ახლავს. ამიტომაც ტკივილნარევ ხმას გამოსცემს, რაზეც რეისაც ეღვიძება და მისკენ შეშინებული ბრუნდება.

- აივან, აივან.- ხელით არხევს ბიჭს.- გაიღვიძე.- რეის ეგონა, რომ ბიჭი ისევ კოშმარს ხედავდა და უმალვე მის გაღვიძება სცადა.

- რა ხდება? ისევ კოშმარი?- ეუბნება, როცა აივანი თვალებს ახელს.

- ნწუ,- ბიჭი მხოლოდ ბგერებს გამოსცემს და თავს დაბლა ხრის, სირცხვილის გრძნობას ისევ განიცდის, გასულ ღამეს მომხდარის გამო.

- აბა?- დაინტერესდა რეი.

- შენს გამო მთელი სხეული მტკივა!- მზერას უსწორებს და გაბედულად ამბობს, თუმცა იმორცხვებს, როცა რეის სახეზე ღიმილს კითხულობს,

- აი თურმე რა ყოფილა,- იცინის ბიჭი და აივანს საკუთარ მკლავებში მჭიდროდ იქცევს.- ყველაფერს მე ნუ გადმომაბრალებ ძვირფასო.- აივანის საჯდომს ხელს უჭერს, რასაც ბიჭის წამოყვირება მოჰყვა.

- გითხარი მტკივა თქო!- წამოიყვირა და რეის მკლავებიდან თავის დაღწევას ეცადა, თუმცა უშედეგოდ.- ასე მოგწოს ჩემი ტკივილის ყურება?

- გააჩნია,- რეის სახე უმკაცრდება.- გააჩნია ტკივილი რისგანაა გამოწვეული.- ბიჭს თავს აწევინებს, რომ მზერა გაუსწოროს.- ყველაზე მეტად შენი ტკივილის ნახვა არ მინდა.

ამბობს და ბიჭისკენ საკოცნელად მიიწევს, უნაზეს კოცნას უტოვებს ტუჩზე. არც ძალიან სწრაფს და არც ნელს. კოცნას არ აღრმავებენ, მათი ტუჩები ერთმანეთს მალევე შორდება.

- რა საჭიროა დრამატულობა?- ჩაიბურტყუნა აივანმა, სიმორცხვისგან რეის გასაგონად.

აივანს ვერ გაეგო ეს უცნაური შეგრძნება მუცელში, თითქოს პეპლები, რომ დაფრინავენ, კოცნამ გამოიწვია თუ სიტყვებმა, რომლებიც რეისგან მოისმინა. რეის კი ბიჭის სიმორცხვეზე, როგორც ყოველთვის ეცინება. აივანი საწოლიდან ადგომას აპირებდა, როცა რეის ხელებმა შეაჩერეს.

One Night StandWhere stories live. Discover now