თავი 16

85 6 17
                                    




ადგილი სტუდენტების ჟრიამულით აივსო. მუსიკა ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული დინამიკში, ზოგი ცეკვავდა კოცონის გარშემო, ზოგიც მაგიდებთად ისხდნენ და სვამდნენ, ანდაც გემრიელად შეექცეოდნენ ახლად შემწვარ ღორის ხორცს. რამდენიმე ბიჭი გრილთან დაფუსფუსებდნენ და ხორცის კარგად შეწვას უზრუნველყოფდნენ.

კენიც მაგიდასთან ზის სემისთან და დანარჩენ ჯგუფელებთან ერთად. თვალებს მუდამ მათი კოტეჯისაკენ აპარებს, რადგან იქ შესული რეი ჯერაც არ დაბრუნებულა და ეს ფაქტი აეჭვებს. შესამოწმებლად უნდა შესვლა, თუმცა სემი არწმუნებს, რომ ამჯერათ თვითონ წავა. რეის გაუჩინარება კიდევ ერთ ადამიანს აღელვებს, თუმცა ამ ადამიანს კენისგან განსხვავებული მოტივი ამოძრავებს.

სემი კოტეჯში შედის, აივანის ოთახის კარს ძალიან ფრთხილად აღებს და იხედება. ხედავს ორი ადამიანის სხეულს, რომლებიც ერთმანეთს ეკვრიან მჭიდროდ და ტკბილად სძინავთ ერთმანეთის მკლავებში. ეს სცენა ულამაზესი სანახავი გახლდათ. ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ბიჭი, რომლებმაც ბოლომდე ჯერაც ვერ გაიაზრეს საკუთარი გრძნობები. მათი ამ მდგომარეობაში დანახვისას, სიტყვები აღარ იყო საჭირო მათი გრძნობების აღსაწერად და გადმოსაცემად. პირიქით მათი მოქმედებები ბევრად ბევრს ამბობდა. სემს ბიჭების დანახვამ ღიმილი მოჰგვარა და ოთახი მაშინვე დატოვა. ღიმილითვე გავიდა გარეთ, ამ ღიმილის მოშორება არც თუ ისე ადვილი იყო. მაგრამ კენი დააეჭმა გოგოს ღიმილმა.

- რა ხდება შიგნით?- მოთმინება დაკარგული კითხულობს.

- ყველაფერი რიგზეა.- ისევ იღიმის...


ცოტა ხნით ჩაძინებულს მალევე გამოეღვიძა და მის მკლავებში მოქცეულ აივანს ზემოდან დაჰყურებს. უყვარს მისი სახის ყურება, მისი ნაკვთების შესწავლა. ის ფაქტი, რომ ახლა ბიჭი მის მკლავებშია, რეის განსაკუთრებულ შეგრძნებებს უტოვებს. უნდა თმაზე მოეფეროს, მაგრამ ეშინია რომ გააღვიძებს. არ უნდა მისი გაღვიძება, რადგან აივანის სახეზე ისევ იკითხება დაღლა. აივანს ალბათ არც კი ახსოვს, ბოლოს ასე ტკბილად, როდის ეძინა აბების მიღების გარეშე.

One Night StandWhere stories live. Discover now