თავი 23

69 5 3
                                    




ლექციის დასრულების შემდეგ, რეი მარკს აუდიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

- შენთან სალაპარაკო მაქვს, გამომყევი!- მკლავზე ხელს ავლებს და შენობის უკანა მხარეს მიათრევს.

- სიარული ჩემითაც შემიძლია რეი, რატომ მიმათრევ?- უკმაყოფილება გამოთქვა მარკმა.

მაგრამ რეისთვის მის სიტყვებს და ქმედებებს აზრი არ ჰქონდა, ბიჭს დანიშნულების ადგილამდე მიათრევდა ძალით. მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი, როცა მიხვდა, რომ მარტოები იყვნენ.

- რა ჯანდაბა გემართება მარკ!- მკაცრად ამბობს რეი.

- რას გულისხმობ, შენ თვითონ რა გემართება. აქ რატომ მომათრიე?

- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი მარკ!- ბიჭს პერანგის საყელოში წვდება.- რატომ უთხარი აივანის ბებიას იმ ღამის შესახებ? რა მიზანი გამოძრავებს?

ბიჭი დაბნეული იდგა და შეწინააღმდეგებას ვერ ბედავდა, თითქოს პასუხზე ფიქრობდა. სახეზე უდანაშაულოს იერი აიკრა.

- მე, მე... მეგონა ეცოდინებოდა ყველაფერი... არ ვიცოდი თუ მას თქვენი გაცნობის ისტორიას დაუმალავდით.- საცოდავი სახით ამბობს მარკი, თითქოს სადაცაა ტირილს დაიწყებს.

- შენი აზრით, აუცილებელი იყო ბებიასთან, ჩვენი ურთიერთობის პირადი დეტალების გამხელა?- საყელოზე მოქაჩა ბიჭს.

მარკი კი ისევ საცოდავად დგას და არაფერს აკეთებს, ეს ბიჭი ნამდვილად კარგი მსახიობია.

- ჰაა?!! მიპასუხე შენ გეკითხები!- მარკის სიჩუმე კიდევ უფრო აცოფებს რეის.

- მაპატიე, მართლა არ მიფიქრია, თუ არ ეცოდინებოდა. ცუდი არაფერი ჩამიდენია.- თავს აცოდებს ბიჭს.- მაპატიე გთხოვ, დაუფიქრებლად მოვიქეცი, ვხვდები. გპირდები აღარ განმეორდება.

- იცოდე, შენს ქმედებებს დავაკვირდები, არ გაბედო ისეთი რამის გაკეთება, რაც აივანს დააზიანებს!- საჩვენებელ თითს უტრიალებს სახესთან მარკს.

One Night StandWhere stories live. Discover now