ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ღამე დგას. ზომიერად ბნელი, არემარეს მთვარე ანათებს. ბანგკოკის ქუჩებში ორი ახალგაზრდა დაეხეტება, ახლა უკვე ერთ-ერთის მანქანით. მანამდე მთელი კამპუსი და მიმდებარე ტერიტორია გადაქექეს, თუმცა სასურველი მაინც ვერ იპოვეს. საშინლად დაღლილები და განერვიულებულები ჩანან, რა თქმა უნდა ასეც იქნება. დაკარგეს ის ვინც ორივესთვის შესაძლოა ზედმეტადაც კი ძვირფასია.კენი რეის იდეებს აწვდის სად შეიძლება წასულიყო აივანი, თუმცა საკუთარ სახლში მის მოძებნას არავინ იწყებს. გასაკვირი არცაა, რატომ წავიდოდა აივანი სახლში? თუმცა ხომ არც წასულა? მაგრამ ამის შესახებ კვლავ არავინ იცის.
კენი სემისაც ურეკავს და მომხდარის შესახებ ამცნობს, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ აივანი არც მასთან იყო. ამიტომაც იძულებული გახდა სემისთვის გაემხილა აივანის დაკარგვის ამბავი. გოგონაც, როგორც ყოველთვის პანიკაში ჩავარდა, ანერვიულდა და ყოველ 15 წუთში ურეკავდა შეყვარებულს ახალი ამბების გასაგებად. პასუხი კი ყოველ ჯერზე ერთია.
***
ცივ იატაკზე გაწოლილი აივანი, საკუთარ ოთახში მოდის გონს. გამოფხიზლებამდე საშინელ ტკივილს გრძნობს ყელის არეში, მთლიანი სახე ეწვის, ისეა თითქოს ცეცხლი ეკიდოს. ტკივილის მიუხედავად, თავი ხელში აიყვანა და სიტუაციის გაანალიზება დაიწყო. მიხვდა, რომ ოთახში მარტო იყო. გაჭირვებით დგება ფეხზე. შანსი უნდა გამოეყენებინა და სასწრაფოდ მოშორებოდა სახლს. სააბაზანოში შედის და სარკეში იხედება. სახეზე სისხლი აქვს შემხმარი, თითქმის მთლიანი სახე წითელი ბლატი სითხით აქვს შეღებილი. საკუთარი თავის დანახვაზეც კი გულის ვერის შეგრძნება ეუფლება აივანს, სასწრაფოდ ხსნის ონკავს და სახეზე წყალს ისხამს ჩამოსაბანად, რასაც თან ტკივილი ახლავს. შემდეგ კი ცდილობს უფრო ფრთხილად ჩამოიბანოს.
YOU ARE READING
One Night Stand
Romanceთქვენი აზრით გაამართლებს თუ არა, ერთი ღამით დაწყებული სიყვარულის ისტორია? ან რა მოხდება თუ ბედისწერა მათ, ერთმანეთს კვლავ შეახვედრებს? ⚠️🧍🏻❎🧍🏻 ⚠️🔞