თავი 26

72 3 6
                                    


გაფითრებული და გაქვავებული აივანი, რეის პალატიდან გამოჰყავს. ბიჭს სახეზე არანაირი ემოცია არ ესახება. სამყაროს მოწყვეტილი ფიქრებში დაფრინავს. ვერავის და ვერაფერს ამჩვენს.

დანარჩენები კარებთან ელოდებიან, მათგან ზოგს ტინის მდგომარეობა აინეტესებს და მასზე ღელავს, ზოგს კი აივანის. ბებია-ბაბუა აივანისკენ იწევს, მისი მდგომარეობით გაკვირვებულები ცდილობენ აივანს რამე ათქმევინონ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭს რეაქცია არ აქვს. ტავანს არცკი შეუმჩნევია აივანი, მისი ყურადღება მხოლოდ მამისკენაა, რომელსაც ექიმები დასტრიალებენ თავს ქაოსურად.

- აივან, კარგად ხარ?- ისმის რეის ხმა.- შემომხედე...

აივანი მაინც არ იძვრის. უეცრად ბიჭს ძალა ეცლება, მუხლებში იკეცება და გონებას კარგავს. გონწასული აივანი, რეიმ უცბად დაიჭირა და დაცემას გადაარჩინა.

- აივან... აივან...- ატყდა ხმაური.

- დაგვეხმარეთ ვინმე.- დახმარებას მოუხმო ბებიამ.

მათ ყვირილზე ექიმები მოცვივდნენ. გზა გაანთავისუფლეს ბიჭთან.

- საკაცე მოიტანეთ.- დაიძახა ერთ-ერთმა აზალგაზრდა კაცმა.

საკაცე მალევე მოაქვთ, რეი ბიჭს საკაცეზე აწვენს და თან მისდევს. მათ მიჰყვება ბებია ნარაც, ხოლო დაიჩის კი დარჩენას მოუწოდებს, ტინის მდგომარეობის გასაგებად.

აივანი პალატაში გადაიყვანეს. ექიმები თავს დასტრიალებდნენ უგონოდ მწოლიარე ბიჭს. აუღეს სისხლი ანალიზებისთვის, გაუკეთეს გადასხმა და მის გონზე მოსვლას ელოდნენ. რეის და ნარას წამით არ დაუტოვებათ ბიჭი მარტო. რეი აივანის საწოლის გვერდით იჯდა სკამზე და აივანის ხელი ეჭირა. სახე გაფითრებოდა, აივანზე ნაკლებ მდგომარეობასი არც რეი იყო, ყოველთვის ღელავდა შეყვარებულზე და ვერ უყურებდა მას ასეთ მდგომარეობაში, ეს ყველაფერი შინაგანად კლავდა მას. აივანის უსიტყვოდ ესმის, ხმდება, რა ტკივილს განიცდის ბიჭი. უნდა ეს ტკივილი როგორმე შეუმსუბუქოს. გულში აივანს ჰპირდება, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნება და რთულ პერიოდს ერთად გადაიტანენ.


One Night StandWhere stories live. Discover now