თავი 9

74 6 10
                                    




აივანი სუნთქვა შეკრული ელოდა, როდის ცნობდა ლექტორი ლექციას დასრულებულად. გრძნობდა, როგორ ეკვროდა სუნთქვა, თითქოს შიგნიდან რაღაც გუდავდა და ნომრმალურად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მისი ორგანიზმის ყველა უჯრედს მოედო შიში. ეკლებზე იჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონს ხმა გაუთიშა და მაგიდაზე ეკრანით დადო, მაინც არ ასვენებდა ფიქრები ძმის ზარებზე. ასეთ დროს პარანოია ეწყება, ტელეფონთან მიახლოვების სურვილსაც კი კარგავს.

როგორც იქნა ლექცია მთავრდება. აივანი სწრაფად დგება და გასასვლელისკენ მთელი სისწრაფით გარბის, ისე რომ მეგობრებსაც არ ელოდება. მისი გაუჩინარება არ გამოჰყარვია სამ წყვილ თვალს. სემი და კენიც შეძლებისდაგვარად აედევნენ მეგობარს.

აივანი უკანმოუხედავად გარბოდა, მანამ სანამ უნივერსიტეტის შენობა არ დატოვა. ჰაერზე გასული, საკუთარ მუხლებს დაეყრდნო ხელებით, სულის მოსათქმელად. "ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე"- ეუბნებოდა საკუთარ თავს და თან შესაბამისად მოქმედებდა. ამასობაში სემი და კენიც გამოჩნდნენ.

- რა მოხდა, ასე რატომ გაიქეცი?- ანერვიულებულმა იკითხა კენმა.

- სუნთქვა აღარ შემეძლო.- ისევ მუხლებზე დაყრდნობილი პასუხობს ბიჭი.

- წამოდი ჩამოვსხდეთ.- ხელს ჰკიდებს სემი და სკამისკენ მიჰყავს.

- რა მოხდა? ლექციაზე რა დაგემართა?- გარკვევას ცდილობს კენი.

- ისევ ის, რაც ამ დროს ხდება ხოლმე.- დამწუხრებით ამბობს აივანი.

- ტავანი რეკავდა?- ანერვიულდა სემი.

- კი.- მოკლედ პასუხობს.

- პასუხს არ აპირებ?- კითხულობს სემი.

- რა საჭიროა?! როცა ზეპირად ვიცი რას მეტყვის?- სარკასტული ღიმილი შეეპარა აივანს.

- იქნებ ასე უარესია?- ერევა კენი.- იქნებ უარესად გამოიყვანო წყობილებიდან?

One Night StandWhere stories live. Discover now