ოთახში ჩამობნელდა. დეგუს ქუჩების შუქები ფანჯრიდან მბჟუტავ ნათებას ფენდნენ იატაკზე, მაგრამ ოთახი მაინც ცივი და ცარიელი მეჩვენებოდა. ჯეიკის მაისურს ხელს ვუჭერდი, თითქოს ამ ნაჭერში მისი არსებობის შენარჩუნებას ვცდილობდი.
გული ისე მიძგერდა, თითქოს ვიღაც შიგნიდან მეძახდა — დაუბრუნდი, ნუღარ გარბიხარ.
ბოლოს ვეღარ გავუძელი. ტელეფონი ავიღე და ჯეიკს დავურეკე. ზარი უსასრულოდ გაიწელა, სანამ მისი ხმა არ გავიგონე:
—ჰო?
ერთი წამი ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს სიტყვებმა ძალა დამაკარგვინეს. მაგრამ მერე სუნთქვა დავარეგულირე და ჩუმად ვთქვი:
—შეგიძლია მოხვიდე?
ხმა არ გაუცია, უბრალოდ ზარი გათიშა. გულისცემა გამიორმაგდა — ვერ ვხვდებოდი, ეს სიჩუმე რას ნიშნავდა. მაგრამ ნახევარ საათში, როცა კარზე ნაზად დააკაკუნეს, მივხვდი, რომ მოვიდა.
კარი გავაღე, და იქ იდგა. დაღლილი, თვალებში ტკივილით, მაგრამ მაინც ჩემთან.
—რატომ დამიძახე? — მკითხა ჩუმად, თუმცა მისი ხმა ოდნავ თრთოდა.
—იმიტომ, რომ... — სიტყვები ენის წვერზე დამრჩა, მაგრამ უკან აღარ დავიხიე. — იმიტომ, რომ მიყვარხარ.
ჯეიკს თვალებში გაკვირვება გაერია, მერე — შვება. არ ულაპარაკია. უბრალოდ მომეხვია, ისე ძლიერად, თითქოს ეშინოდა, ისევ არ გავქრალიყავი.
—არ დამტოვო, — ჩურჩულით მითხრა, ხმა გაუტყდა.
ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ ამჯერად შიში აღარ იყო. ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჯეიკთან ერთად ყველაფერი შეიძლებოდა.
—აღარასდროს, — ვუთხარი, ხელები მაგრად მოვხვიე და ვიგრძენი, როგორ დამშვიდდა გული პირველად, იმდენი ხნის შემდეგ.
სიტყვები აღარ დაგვჭირვებია. იმ ღამეს, როცა ჯეიკმა ფრთხილად ჩამიხუტა, მივხვდი, რომ არჩევანი სწორად გავაკეთე. ზოგჯერ სიყვარული ქარიშხალია, მაგრამ თუ ამ ქარიშხალში ვიღაც ხელს არ გაგიშვებს, ეცოდინება, რომ სწორედ იქ უნდა იყო — მის გვერდით.
...
დილით, მზის პირველმა სხივებმა ოთახი ნაზად გაანათეს. ჯერ კიდევ ჯეიკის მკლავებში ჩაკრული ვიწექი, მისი მშვიდი სუნთქვა კისერზე მეფერებოდა. თითქოს სამყაროში არაფერი არსებობდა, გარდა ჩვენ ორისა.
