15

83 5 0
                                        

მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ჯეიკი ჩემს გვერდით მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ ჩემი გონება ქაოსად იყო ქცეული. ჯონგუკის სახელი არ მტოვებდა — მისი ზარი, ჯეიკის მკაცრი სიტყვები, ყველა ემოცია ერთმანეთში ირეოდა. ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა სინამდვილეში.

დილით, როცა ჯეიკი ჯერ კიდევ ეძინა, უხმოდ ავდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან ფრთხილად გამოვიპარე. ქუჩაში გრილი ნიავი სახეზე მეცემოდა, მაგრამ გულში რაღაც მიჭერდა. ტელეფონი ამოვიღე და ჯონგუკს მოკლე შეტყობინება გავუგზავნე:
"შემხვდები?"

მისი პასუხი მაშინვე მოვიდა:
"სად ხარ?"

მისამართი გავუგზავნე და პატარა კაფეში დაველოდე. ხელები მიკანკალებდა, როცა კარის ზარის ხმა გაისმა და ჯონგუკი გამოჩნდა. თვალებში სევდა ედგა, მაგრამ მაინც გამიღიმა — თითქოს ჩემი დანახვა ყველაფერს არგებდა.

—მომენატრე, — ჩუმად მითხრა და ნაზად მომკიდა ხელი.

სიტყვები ვერ ვიპოვე. უბრალოდ ვუყურებდი, თითქოს მის თვალებში პასუხს ვეძებდი. ვიცოდი, ჯეიკის სიყვარული ცეცხლივით მფატრავდა, მაგრამ ჯონგუკთან ყოფნა მშვიდ ნავსაყუდელივით მეჩვენებოდა.

—ჯეიკი... — დავიწყე, მაგრამ ჯონგუკმა თითით ნაზად დამაწყვეტინა.

—ვიცი, რომ გიყვარს, — სევდიანად გაიღიმა. — მაგრამ თუ ოდესმე დასვენება დაგჭირდება, მე აქ ვიქნები.

სანამ რამეს ვუპასუხებდი, კაფის კართან ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა — ჯეიკი. მისი თვალები ბრაზით აენთო, როცა ჩვენსკენ დაიძრა.

—აქ რა გინდა? — მკაცრად ჰკითხა ჯონგუკს, მისი ხმა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ხალხმა ჩვენკენ გამოხედა.

გავშეშდი. პულსი ამიჩქარდა, ხელები გამეყინა. ვიცოდი, რომ ეს მომენტი ყველაფერს გადაწყვეტდა. მაგრამ გულში პასუხი ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე.

My brother's best friend Stories to obsess over. Discover now