დრო გადის და ჩვენი ტკივილი მეტად იდგამს ფესვებს.ვერ ვებრძვით,ვერ ვეწინაარმდეგებით.ის ჩვენს გატეხვას ბოლომდე,ნაწილ-ნაწილ ახერხებს.დრო ისევ გადის,სასტიკად და დაუმორჩილებლად,თითქოს ჩვენი ბედნიერიერი მომენტები თან მიაქვს.რა გვრჩება?-სიცარიელე.ვაკუუმის მსგავსი სივრცე ჩვენს ირგვლივ,რომელში სუნთქვაც შეუძლებელია.
დილით მზის სხივები,შუადღის მწველი მზე,დაბნელებისას მთვარის მკრთალი ნათება-სულ ესაა,რაც გრჩება და ფიქრობ,როდის შეწყდება ეს ყველაფერი,როდის იჯერებს სამყარო გულს შენი წვალებით,შენი ტკივილის ყურებით,ამით ტკბობით?
სად გადის ზღვარი ადამიანის სევდასა და გულისტკივილს შორის?ანდაც რა არის გულის ტკივილი?-როდესაც გარშემო სიცარიელეა და ვერაფერს ხედავ,თუ,როდესაც ყველაფერს ხედავ,მაგრამ ეს ყველაფერი არაფრის ტოლფასია?რთულია თუ ადვილი ამისგან თავის დაღწევა,იქნებ შეუძლებელი?
როდის წყვეტ არსებობას?-როდესაც არავის აქვს შენი იმედი,თუ,როცა შენ არ გაქვს არავის იმედი?
წარსულს ვერასდროს ამოვშლით ჩვენი ცხოვრებიდან და ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა,რომ ჩვენი მომავალი წარსულისაგან იქმნება.შესაძლებელია ავირჩიოთ თუ რა გზით გავაკეთებთ ამას,იქნებ,სულაც არ ღირს ერთადერთი სიცოცხლე იმის ცდაში გავფლანგოთ,რომ თავი დავაღწიოთ წარსულისაგან მოგზავნილ აჩრდილებს.ჩვენ მათთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და როცა ამას შევძლებთ მაშინ ხდება ყველაზე საინტერესო,ჩვენ ვიმარჯვებთ.მაგრამ ვინც გადაწყვეტს,რომ წარსულს თავი უნდა დააღწიოს და უნდა მოიშოროს ის,რამაც შექმნა,რამაც იქამდე მიიყვანა,სადაც ახლა დგას და აქვს იმის მისწრაფება,რომ ამ ყველაფერზე უარი თქვას,სწორედაც რომ იმ აჩრდილად იქცევა,რომელიც წარსულმა გამოუგზავნა.
წიგნის კითხვას როდესაც ვამთავრებ მარჯვენა მხარეს პატარა მაგიდაზე ვათავსებ და კიდევ ერთხელ გადავყურებ აივნიდან ჰორიზონტს,რომელიც მახსენებს,თუ როგორი მარტოსული შეიძლება იყოს ადამიანი ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში.
მოსაღამოვდა,ცა მუქი ლურჯი გახდა და ყველაფერი გააუფერულა გარშემო,თუმცა უნდა დაბნელდეს,რომ ვარსკვლავები აკაშკაშდნენ,ეს ფაქტია,მაგრამ ამავდროულად კარგი მეტაფორაც.
YOU ARE READING
Infinity in one second
Ficção Adolescenteმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.